„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომლებშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება, რომლებშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.

ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა, ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში, გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ომეგა 3 ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც ამ დროს ბავშვს ესაჭიროება. სავალდებულოა, რომ იგი პატარას მივაწოდოთ რეგულარულად სხვადასხვა პროდუქტის სახით. კვლევების
შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას საგრძნობლად უწყობს ხელს, ეხმარება ორგანიზმს მოღონიერებაში. გარდა ამისა, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და თუთიას, რომლებიც ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. რკინა, როგორც ცნობილია, აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის.

თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის განვითარებაში. ასევე, სწავლისა და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ-ის სინთეზის, ცილების, მეტაბოლიზმის, ძვლების გაძლიერებაში. ვიტამინი D3 და მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია მზარდი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვიტამინი D-ს დაბალმა დონემ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მზისგან იღებს, შეიძლება გაზარდოს ვირუსის ქონის რისკი ან შეიძლება ინფექციისას ორგანიზმმა უფრო მძიმე შედეგები განიცადოს. გასულ კვირას, ესპანეთში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა 82%-ს ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა. ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ D ვიტამინისა და ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტების მიღებას, რომელიც პანდემიურ სიტუაციაში თქვენი და თქვენი პატარების იმუნიტეტს გააძლიერებს.

რძის ნაწარმი, ფორთოხალი, თევზეული, სოკო - ის პროდუქტებია, რომლებიც D ვიტამინის დიდ რაოდენობას შეიცავს.

თხილეული, ბროკოლი, თევზეული (ორაგული, სარდინა) კი, ომეგა 3-ის დიდი შემცველობით გამოირჩევა.
რძის პროდუქტი რომ სასარგებლოა და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, ამაზე აღარავინ კამათობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გამდიდრებულია D ვიტამინით. რასაკვირველია, პირველ რიგში, საუბარია ნატურალური გზით დამზადებულ პროდუქციაზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის თვისება, რაც ჭეშმარიტად უნდა ჰქონდეს რძის ნაწარმს.

ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლება ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად. - ამბობს ექიმი და ჟურნალ "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვთა სწორი კვება, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93