ადამიანს სრული უფლება აქვს, აკეთოს ის, რასაც თავად თვლის საჭიროდ - ეს არის თავისუფლება! შენ უფლება გაქვს, აირჩიო, როგორ მუსიკას უსმინო და როგორი წიგნები იკითხო; სად უნდა იმუშაო თუ საერთოდ არ იმუშაო. თავისუფლების თვალსაზრისით, მოწევაც შენი უფლებაა, მაგრამ ჰიგიენის და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, სრული მარცხია.
თანამედროვე სამყაროში მიღებულია, დაიცვა ყველა - მწეველებისგან. ეს სამართლიანია! არავის უნდა ისუნთქოს სხვისი ამონასუნთქი ბოლი ბარებსა და გაჩერებებზე, მაგრამ ვინ იზრუნებს თავად მწეველებზე? უმრავლესობა თამბაქოს საწინააღმდეგო ინიციატივებისა ვერ აღწევს თავის მიზანს. ისინი მხოლოდ დანაშაულის შეგრძნების და გაღიზიანების გენერირებას ახდენენ, არ სთავაზობენ გამოსავალს. არადა, სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან ბევრისთვის წარმოუდგენლად რთული რამაა.
ამ პრობლემის გადაწყვეტა, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ტექნოლოგიების სამყაროდან მოვიდა, ჯერ ელექტროსიგარეტების, შემდეგ კი ვეიპებისა და უნიკოტინო ჰითსების სახით.
ყველაზე ცუდი რამ მოწევისას - ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაა. მაგრამ ყველაზე არასასიამოვნო მისი სუნია. ამასთან, სიგარეტის ბოლის სუნი თავად მწეველისთვისაც და მის გარშემომყოფთათვისაც პრობლემას წარმოადგენს. კვამლის უსიამოვნო სუნი იჟღინთება ყველგან - თმაზე, ტანსაცმელზე, ხელებზე და მისი მოშორება არცთუ ისე მარტივია.
„ჰელსიერის“ უდიდესი პლუსი - კვამლის არარსებობაა. მას აქვს ორთქლი, რომელსაც სასიამოვნო არომატი აქვს. ის არ რჩება არც ოთახში, არც თმაზე და არც ტანისამოსზე.
დიახ, „ჰელსიერი“ სხვადასხვა არომატით არსებობს. მწეველს შეუძლია შეარჩიოს ხუთი არომატიდან მისთვის ყველაზე საყვარელი: თამბაქო, ყავა, მენთოლი, ციტრუსი და მოცვი. მწარე დამწვარი თამბაქოს გემოსგან განსხვავებით, რომელიც პირსა და ტუჩებზე რჩება, „ჰელსიერი“ მხოლოდ სასიამოვნო გემოს წყვილებში, რომელთაგანაც ერთ-ერთი აქტიური მწეველია, ხოლო მეორეს უწევს დათმობა, ის შედეგით სერიოზულ დისკომფორტს განიცდის. არავის მოსწონს საფერფლის კოცნა.
გამაცხელებელი გაჯეტები სხვადასხვა დიზაინის არსებობს და ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება. ის შეგიძლიათ შეუხამოთ თქვენს სტილს და გახადოთ იმიჯის ნაწილი. ჰოლივუდის არაერთმა ვარსკვლავმა ჩაანაცვლა სიგარეტი გამაცხელებელი გაჯეტით.
კბილების გათეთრება საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ყოველთვის არც შველის სიგარეტისაგან გაყვითლებულ კბილებს. სიგარეტი კბილის ემალს ძალიან სწრაფად აზიანებს და უცვლის მას ფერს. „ჰელსიერის“ ორთქლი არ შეიცავს წვის პროდუქტებს და არ ტოვებს კვალს კბილის ემალზე.
სტაჟიან მწეველს ადვილად იცნობთ თითების შეფერილობითაც. ხშირი მოწევისაგან თითები და ფრჩხილები, რომლებსაც უჭირავს სიგარეტის ღერი, - ყვითლდება. ეს პრობლემა არ აქვს „ჰელსიერს“. თქვენ არ გაქვთ კონტაქტი ჰითსტიკთან და ფილტრთან, და მას არ აქვს გამონაბოლქვი, რომელიც ჯდება ფრჩხილებსა და თითებზე.
კოსმეტოლოგი მარტივად არჩევს მწეველს არამწეველისგან მისი კანის მდგომარეობით. ბოლის ზემოქმედებით ნებისმიერი ტიპის კანი იწყებს თავის ყველაზე ცუდი თავისებურებების გამოვლენას. მშრალი კანი უფრო შრება და იქერცლება, ცხიმიანი კანის ფორები სწრაფად ივსება და მუქდება. ჩნდება აკნე და შეშუპება. სახე დაბუჟებულს ემსგავსება.
ჯანსაღი კანისთვის ჯობს საერთოდ არ მოწიოთ, მაგრამ „ჰელსიერზე“ გადასვლა, როგორც მინიმუმ, კანს კვამლის მავნე ზემოქმედებას აარიდებს.
სიგარეტიდან „ჰელსიერზე“ გადასვლის შემთხვევაში, სულ რაღაც ორ კვირაში იგრძნობთ გაუმჯობესებას. აღარ დაიღლებით მალ-მალე, არ გექნებათ ხველა და შეძლებთ აქტიურად დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშებით.
სიგარეტის მოწევა რეცეპტორების მგრძნობელობას აქვეითებს. აქტიური მწეველები შედარებით მეტ მარილს და შაქარს მოიხმარენ, სვამენ უფრო მწარე ყავას. „ჰელსიერზე“ გადასვლით რეცეპტორების მგრძნობელობა კვლავ მოიმატებს და თქვენ უკეთ შეიგრძნობთ სხვადასხვა გემოსა და არომატს.
ბევრი მწეველი, ვინც „ჰელსიერზე“ გადასულა, აღნიშნავს, რომ ნაკლები სტიკი ეხარჯება, ვიდრე სიგარეტის შემთხვევაში იყო. თუკი ადრე მათ დღეში 1 კოლოფი სიგარეტი სჭირდებოდათ, „ჰელსიერის“ კოლოფი ორი დღე ჰყოფნით. „ჰელსიერი“ ხსნის ნიკოტინზე დამოკიდებულებას, რაც მისი უდიდესი პლუსია.
ეს, ალბათ, ყველაზე ფასეული რამაა. „ჰელსიერი“ გაძლევთ არჩევანის თავისუფლებას. მასთან ერთად ჩნდება შესაძლებლობა, შეინარჩუნო შენი ნაწილი, ჩვევები და იმიჯი; პასუხისმგებლობით მოეკიდო საკუთარ ჯანმრთელობას; მოწიო იქ, სადაც მოგინდება -სახლში თუ მანქანაში.
ეს არის მოწყობილობა, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ელექტროსიგარეტს, მაგრამ განსხვავდება თავისი მუშაობის პრინციპით. მასში იდება მოკლე ჰითსტიკი (ვიზუალურად მოკლე სიგარეტი). გაჯეტი მხოლოდ აცხელებს ჰითსტიკის შიგთავსს, არ მიმდინარეობს წვის პროცესი, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში ხდება. არსებობს ბევრად უსაფრთხო და ჯანსაღი ვარიანტიც. ეს იაპონური კომპანიის მიერ წარმოებული თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი - „ჰელსიერია“, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და შესაბამისად, არც ნიკოტინს, რაც ადამიანებში დამოკიდებულების შეგრძნებას აჩენს.
თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე უსაფრთხოა, განსხვავებით ელექტროსიგარეტებისაგან. მისი მოხმარებისას ორგანიზმში არ ხვდება ტოქსიკური ნივთიერებები.
„ჰელსიერის“ შეძენა შესაძლებელია „სპარის“ მაღაზიათა ქსელში ან პირდაპირი შეკვეთის გზით, „ჰელსიერის“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.