სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური და ამავდროულად, სასარგებლო სტატუსი გავრცელდა: „ჩემო მეგობრებო, ვდებ დიაბეტის ხალხურ, გამოცდილ და წარმატებულ რეცეპტს. მამას შეხვდა 45 წლის ასაკში და ასე ვუმკურნალეთ. 83 წლის ასაკში დაიღუპა ისე, რომ დიაბეტს არ შეუწუხებია“ – ტიტე კვარაცხელია.
დაიწყეთ ქონდრის ნაყენით: საღამოს აიღეთ მტკაველის ზომა გამხმარი ბაღის ქონდარი ფესვიანად, ერთი ღერი. თუ არაა ფესვიანი, არა უშავს, მაგრამ უკეთესია ფესვით. გაავლეთ წყალში. თუ თქვენ გაახმობთ ზაფხულში, გარეცხეთ და სუფთად შეინახეთ, გავლება აღარ დასჭირდება. აადუღეთ ემალის ჯამში 0.5 ლ წყალი და სანამ ცეცხლს ჩააქრობთ, ჩააგდეთ, გამორთეთ და შეფუთეთ. დილით გაყავით სამად და დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. პარალელურად მკაცრი დიეტა კი გეცოდინებათ. ახლა გადავიდეთ მთავარზე.
კაკალი რომ გაყვავდება და ნეკა თითის ფრჩხილისოდენა ან ცოტა დიდ ნაყოფს გაიკეთებს, 50 ცალი გაწმინდეთ, არ გარეცხოთ. ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში და დაასხით სამედიცინო სპირტი იმდენი, რომ კარგად დაფაროს. დაახურეთ მჭიდროდ თავზე და დადეთ გრილ სარდაფში, მიწაზე, სიბნელეში. გააჩერეთ 40 დღე, შემდეგ კი... იხილეთ სრულად