პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი წერს, რომ ფილერი ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ მათითაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აშშ-ის მაგალითი მოჰყავს.
"არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება!!! არანაირი კავშირი კონკრეტულად “ფაიზერის” ვაქცინასთან ამ რეაქციას (როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული) არ აქვს!
ყოველ შემთხვევაში, მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე...
აშშ-ში დაფიქსირდა 15.500 პაციენტში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების (ისიც “მოდერნას” ვაქცინაა ნახსენები და არა “ფაიზერის”). ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც...
არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენისას (შეშუპება, შეწითლება) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს. მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში..." - წერს მათითაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, "ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე "ფაიზერით“ ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი.