"ეს ხშირად ნიშნავს თრომბს და ძალიან სასწრაფოდ მომიწია კლინიკაში მისვლა" - როგორია კოვიდინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ვიდეო)

ტე­ლე­სა­ხე და ინფლუენსერი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად აშშ-ში ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ნუკი საკუთარი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ "ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მომ­წე­რებს ხში­რად უზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ამ­ჯე­რად მან ვი­დეო "სთო­რე­ბი" კლი­ნი­კი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღიშ­ნა, რომ იქ თრომ­ბის საფრ­თხის გამო მო­უხ­და წას­ვლა.

"დაგ­ვი­რე­კეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და მი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა თრომ­ბი მაქვს და მო­მიყ­ვა­ნეს, რომ გამ­სინ­ჯონ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­დამ­ქონ­და ეს სა­ზი­ზღა­რი და­ა­ვა­დე­ბა. მი­ვე­დი გა­ს­ა­სინ­ჯად და გა­მო­მი­ცხა­დეს, რომ რა­ღა­ცე­ბი მაქვს აწე­უ­ლი, რა­ღაც მო­ნა­ცე­მე­ბი და მოკ­ლედ,
ვარ ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ძაან ცუდი რა­ღაც ყო­ფი­ლა ეს კო­ვი­დი. არა­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ძაან კარ­გად და უსიმპტო­მოდ მივ­დი­ვარ და უბ­რა­ლოდ, ყნოს­ვა და გემო დავ­კარ­გე“, - ამ­ბობს ნუკი.

შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, უკვე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­აც­ნო გულ­შე­მატ­კივ­რებს.

"აღ­მო­მაჩ­ნდა მა­ღა­ლი D-დი­მე­რი. ეს ხში­რად ნიშ­ნავს თრომბს და ძა­ლი­ან სას­წრა­ფო რე­ჟიმ­ში, ერთი 50-მა ექიმ­მა და­მი­რე­კა - ვნა­ხეთ თქვე­ნი ანა­ლი­ზე­ბი და სას­წრა­ფოდ უნდა მიხ­ვი­დეთ კლი­ნი­კა­შიო. ახლა კარ­გად ვარ, გა­და­სა­რე­ვად ვარ. აუ­ცი­ლებ­ლად გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­უფრ­თხილ­დით თქვენს თავს“, - ამ­ბობს ნუკი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ცაცკა
დილიდან ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა და აჰა,მივხვდი...ნუკიზე ინფორმაცია მაკლდა თურმე...
07:34 / 10-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93