რატომ არ შეიძლება ბევრი წყლის მიღება ორგანიზმისთვის?
წონის დაკლების შესახებ სტატიებში ნათქვამია, რომ რეკომენდებულია ბევრი წყლის დალევა. ასევე ბევრგან შეგვხვედრია, რომ მინიმუმ ორი ლიტრი წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა, რათა გაქრეს ზედმეტი კილოგრამები და დაავადებები. თუმცა ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ეს პოპულარული რჩევები მითი გახდა, რადგან ბევრი წყლის მიღება არათუ სასარგებლო, საზიანოც არის.
წყალი უშუალოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თითოეულ ადამიანს საკუთარი ფიზიოლოგიური მახასიათებელი აქვს: განსხვავებული წონა, მეტაბოლიზმი და ასაკი.
თუ თქვენ ცდილობთ, რომ ყოველდღე დალიოთ 2 ლიტრი წყალი, შეამჩნევდით, რომ ეს არც ისე ადვილია. რა მოხდება, თუ ნორმას გადააჭარბებთ?
სერკან ცილდიზი, ნეფროლოგი თურქეთიდან, აფრთხილებს თავის პაციენტებს, რომ არ დალიონ ძალიან ბევრი წყალი, რადგან არსებობს სუფთა წყლისგან მოწამვლის საშიშროება, რომელსაც ჰიპონატრიემიას უწოდებენ.
როდესაც ადამიანი ძალიან ბევრი სითხის დალევას იწყებს, სხეულში მარილის რაოდენობა მკვეთრად ეცემა. მარილი კი მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში და ორგანიზმს წყლის ათვისებაში ეხმარება. როდესაც ბევრ წყალს სხვამთ და მარილის დონე იკლებს ორგანიზმში, ამ დრო სხეულში შემავალი წყალი მასში დიდხანს არ რჩება და ორგანიზმი მას ვერ იღებს.
რაც ყველაზე უარესია, ამ დროს აღინიშნება გულისრევა, დაბნეულობა, ტკივილი თვალებში, თავის ტკივილი. ასე რომ, წყალიც კი შეიძლება იყოს საფრთხე, თუ მას ძალიან ბევრს დალევთ.
და რა არის ზუსტი დოზა? ან საიდან გაჩნდა მითი დღეში ორი ლიტრი წყლის სავალდებულო მიღების შესახებ?
1974 წელს ფრედერიკ სტარმა და მარგარეტ მაკვილიამსმა დაწერეს კვების რაციონი ჯანმრთელობისთვის. პირველად იქ გამოჩნდა განცხადება, რომ ზრდასრულ ადამიანს სჭირდება ექვსიდან რვა ჭიქა წყალი დღეში.
მაგრამ ავტორები საერთოდ არ გულისხმობდნენ დღეში ორი ლიტრი წყლის დალევას: მასში შედის ყავა, ჩაი, წვნიანი, ხილი და ა.შ.
საშუალოდ, ადამიანის კვების რაციონში კარგია ორი-სამი ჭიქა წყალი! ამასთან, ეს არ ეხება სპორტსმენებს. ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, მათ ნამდვილად მეტი წყლის დალევა სჭირდებათ. მაგრამ აქაც უნდა იცოდეთ, როდის უნდა შეჩერდეთ.
თქვენი ნორმის გასარკვევად ყველაზე საიმედო და ეფექტური გზაა წყურვილსა და პირის სიმშრალეზე ფოკუსირება. გაუზიარე ეს სტატია ოჯახსა და მეგობრებს!