კორონავირუსის მქონე ადამიანებისთვის და ასევე მათთვის, ვინც გადაიტანა ეს ვირუსი, ნუტრიციოლოგები ახალ რჩევებს გასცემენ.
მნიშვნელოვანია, რომ კვებაში შეიტანოთ მარცვლეული, მეტი იოგურტი, ახალი ბოსტნეული, მწვანილი, მიირთვათ სალათები და შეცვალოთ მზესუმზირის ჩვეულებრივი ზეთი სელის ზეთით.
ჩამოთვლილი პროდუქტები ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას და ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.
კვების სპეციალისტები გირჩევენ, რომ რაციონში ჩაამატოთ ნიგოზი, ნუში და გოგრის თესლი. მათში ბევრია ომეგა -3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. ასევე მნიშვნელოვანია კარგი ძილი დღეში 8-9 საათის განმავლობაში, ის ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, აღნიშნავენ ექიმები. ლიმონის წვენთან ერთად უამრავი წყლის დალევა დაგეხმარებათ წყლის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში ორგანიზმში.