უმა თურმანი
შეიძლება ითქვას, რომ უმა თურმანი ჯანსაღი კვების იდეითაა შეპყრობილი. ის ხარისხის სერტიფიკატებსაც კი არ ენდობა და მხოლოდ ბოსტნეულითა და მწვანე პროდუქტებით იკვებება. უმა თურმანი უარს ამბობს ყველა იმ საკვებზე, რომელთა წარმომავლობა და შემადგენლობაც მისთვის საეჭვოა. ამ მიზეზით მას ექიმებმა კვებითი აშლილობის, ორთორექსიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ჯანსაღი კვების პარანოიკულ სურვილში გამოიხატება. საბედნიეროდ, უმა თურმანმა მოახერხა ამ პრობლემის დაძლევა და სხვებსაც ურჩევს, რომ იკვებონ სრულყოფილად.
ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენისტონს სწამს სასმელ წყალში გაზავებული ლიმონის წვენის მაგიური თვისებების. ლიმონის წვენი მართლაც უწყობს ხელს ცხიმის დაშლას, თუმცა მისი დიდი დოზით მიღება შესაძლოა სახიფათოც კი აღმოჩნდეს თქვენი ორგანიზმისთვის, რადგან ლიმონი დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს.
ნაომი კემპბელი
როგორც ცნობილია, ნაომი წონის კლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დიეტას მიმართავდა. დღეში ერთი კილოგრამის დასაკლებად ის წითელი წიწაკის ლიმონათს მიირთმევდა, რაც უდიდესი დარტყმაა ღვიძლისა და თირკმელებისთვის. ამიტომ, მისი გამეორება რეკომენდებული არ არის.
კეიტი ჰოლმსი
ტომ კრუზის ყოფილმა მეუღლემ აღიარა, რომ წონის კლებისთვის ის ჩაის იყენებდა. დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, შიმშილის გრძნობას ჩაით იკმაყოფილებდა. ამის შემდეგ მას ფიზიკური სისუსტე დაეწყო და ზოგჯერ საწოლიდან ადგომაც კი უჭირდა.
ვიქტორია ბექჰემი
წონის კლებისთვის ვიქტორია ბექჰემის საყვარელი საშუალება წყალმცენარეებია. ის უბრალოდ ხარშავს მცენარეებს და მიირთმევს, არ იღებს არანაირ ცილას, ცხიმს, ჯანმრთელ ნახშირწყლებს. ორგანიზმისთვის ამგვარი კვების რეჟიმი დამანგრეველია.
რენე ზელვეგერი
როგორც ცნობილია, რენე ზელვეგერმა სრულიად თქვა უარი ცხიმზე, ხორცზე, თევზზე, კვერცხზე, ყავაზე, მარილზე, შაქარსა და ხილზე. დამატებით კი ცხიმის წვისთვის სპეციალურ საკვებ დანამატებს იღებს. ამ დიეტის გამეორება ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.
ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლის არაჯანსაღი სიგამხდრე ბოლო წლებში ტაბლოიდების საყვარელი თემა გახდა. ზოგი წერს, რომ მსახიობს მეტაბოლიზმის შეუქცევადი დარღვევა აწუხებს, რადგან ის წლების განმავლობაში იცავდა ე.წ. მარცვლეულის დიეტას. მონო-დიეტების დაცვას სწორედ ამ შედეგამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი. კვების ამ რეჟიმის გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში დაუშვებელია.