მსახიობი რუსკა მაყაშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ენერგიული და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. რუსკა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და პირად თუ ოჯახურ ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად რუსკა მაყაშვილი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს: „Pfizer-ის პირველი დოზა. ლაქტაციაში მყოფო დედებო, ნუ ფიქრობთ, აიცერით“ - წერს რუსკა. მსახიობმა მეორე შვილი თავადაც სულ ახლახან გააჩინა და, როგორც ჩანს, ბავშვის ბუნებრივი კვების მიუხედავად, ის აცრაზე უარს არ ამბობს.
რუსკა მაყაშვილი მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზეა დაქორწინებული. წყვილმა სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწინება ოფიციალურად 2015 წელს გააფორმა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ.