როგორც მეცნიერები ამბობენ, ვირუსი მუტაციას მანამდე განიცდის, სანამ პანდემია არ დასრულდება. ბევრს ეგონა, რომ „დელტა“ შტამი, თავისი მძიმე შედეგებით, კორონავირუსის ბოლო გამოვლინება იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. „დელტა“ ვირუსის ყველაზე საშიშ ფორმად ითვლებოდა, ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს. „იოტა“ შტამი კი სულ ახლახან გამოჩნდა, რომელსაც ამერიკელი მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერია, რომ „იოტა“ შტამი გასულ წელს აღმოაჩინეს. მეცნიერების მტკიცებით, „იოტა“ შტამის შემთხვევაში, 45-64 წლის პაციენტებს შორის სიკვდილიანობა გაიზარდა 46%-ით. ეს მაჩვენებელი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და, სხვა შტამებთან შედარებით, 65-დან 72 წლამდე ადამიანებში 82%-ით უფრო მაღალია.
სიკვდილიანობის გარდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ დაავადების გავრცელების მაჩვენებელს. „იოტა“ ვრცელდება 15-25%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე წინა მუტაციები, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე „დელტა“.
<div>მიუხედავად ამისა, „დელტა“ კვლავ ყველაზე მეტად გავრცელებულ და საშიშ შტამად ითვლება და, გამომდინარე იქიდან, რომ “იოტას“ გავრცელების სიჩქარე და არეალი უფრო მცირეა, შესაძლოა, განსაკუთრებული საფრთხე მსოფლიოს არც შეუქმნას.წყარო
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
</div>