როგორც ცნობილია, ხელებსა და ფრჩხილებზე დაკვირვებით არაერთი დაავადების ამოცნობაა შესაძლებელი. ფრჩხილების სტრუქტურა შესაძლოა ორგანიზმში კორონავირუსის არსებობამაც შეცვალოს. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვირუსის მატარებელი ადამიანების ფრჩხილებზე ცვლილებები მარტივი შესამჩნევია.
წამყვანმა ვირუსოლოგმა ტიმ სპექტორმა განმარტა, რომ ვირუსის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია ფრჩხილების ცენტრში ფართო თეთრი ხაზები. ხშირად ხდება, რომ ეს სიმპტომი თავს იჩენს პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგაც. როგორც ტიმ სპექტორი განმარტავს, 2020 წელს მის 47 წლის პაციენტს კორონავირუსის დამარცხებიდან 45 დღის შემდეგ გაუჩნდა ფრჩხილებზე მსგავსი ლაქები, თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა და, ჩვეულებრივ, ხაზები დაინფიცირების პირველ დღეებშივე ჩნდება.
ზოგიერთ პაციენტში ფრჩხილებზე ჩნდება პატარა ჰორიზონტალური ღარები, რომელთა სიგანე არაუმეტეს ხუთი მილიმეტრია. მსგავსი სიმპტომი შეიძლება შეინიშნოს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
ასევე, შეერთებულ შტატებში მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს ნუნების ძლიერი გაწითლების რამდენიმე შემთხვევა. მეცნიერთა აზრით, ასეთი ცვლილებები შეიძლება მოხდეს ზუსტად კოვიდინფექციის ფონზე მიმდინარე სისხლძარღვთა სისტემის ანთების გამო.
დერმატოლოგები გვირჩევენ, დავაკვირდეთ ფრჩხილების ფერსაც. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ფილტვები განსაკუთრებით დაზიანებულია, პაციენტებს აღენიშნებათ ფრჩხილის ფერის ცვლილება და ის უფრო მეტად ნარინჯისფერ შეფერილობას იღებს.
ონიქომადეზი, ანუ ფრჩხილის გამოყოფა ფირფიტისგან, კორონავირუსის კიდევ ერთი საგანგაშო სიმპტომია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, Covid-19 ფრჩხილების დეფორმაციასაც იწვევს და ამიტომ ამ ტიპის დაზიანება, უმეტესად, სწორედ ვირუსზე მიანიშნებს.
ასე რომ, მეცნიერების რჩევით, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამოიჩინოთ და სიფრთხილით მოეკიდოთ თქვენს ფრჩხილებს, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შემთხვევაში კი მიიღოთ სათანადო ზომები.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>