ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ამჯერად ფანგანი ვრცელ პოსტს ვაქცინაციის შესახებ აქვეყნებს: „მე ჯერ კიდევ მაისში ავიცერი და ამით არა მხოლოდ საკუთარ თავს, ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს ვიცავ, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც აუცრელია. რაც მეტი იქნება აცრილი, მით მეტი ადამიანი არის დაზღვეული კოვიდის მძიმე გართულებებისგან, არ დაიკავებს რეანიმაციულ საწოლს და ამით გადაარჩენს სხვას, ვისაც ეს საწოლი ძალიან დასჭირდება (არა მარტო ინიფიცირებულებს). იმედის დილისა და დღის წამყვანები ახალ სატელევიზიო სეზონს ასეთი მაისურებით შევუერთდით, თქვენ აიცერით?” - წერს ტელეწამყვანი.
როგორც ცნობილია, ეკო მაისში სინოფარმით აიცრა: „ ძალიან გთხოვთ, დაუჯეროთ მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, ოფიციალურ გვერდებს, პროფესიონალ, მოქმედ ექიმებს (პანდემიოლოგებს, ინფექციონისტებს, იმუნოლოგებს...) და არა სოც. ქსელებში გაშვებულ გადაუმოწმებელ ინფრომაციას” - ამბობდა ეკო ფანგანი. მას შემდეგ, ის საზოგადოებას აქტიურად მოუწოდებს ვაქცინაციისკენ და ამ საკითხის შესახებ საკუთარ მოსაზრებებსაც ღიად გამოთქვამს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>