თუ დააკვირდებით, მარტივად შეამჩნევთ, რომ შემოდგომაზე, სხვა სეზონებთან შედარებით, იმატებს გაციების, ავადობის მაჩვენებლები. ადამიანები უფრო ხშირად გრძნობენ დაღლილობას, უხასიათობას... ჩვენთვის ყოველ დღე უფრო რთული ხდება გაღვიძება და სამსახურში წასვლა, თუნდაც ეს, პანდემიის პირობებში, მეორე ოთახში გასვლას გულისხმობდეს. ამ ყველაფერთან გამკლავების არაერთი გზა არასებობს, რომელთა შესახებაც ექიმი ნავინი საუბრობს.
რას ნიშნავს სათანადო კვება შემოდგომაზე?
ექიმი ნავინი გვირჩევს, რომ შემოდგომაზე შევზღუდოთ ცხარე საკვები, რომელიც კუჭის გაღიზიანებას იწვევს, მივიღოთ ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის სითხე და დღეში 6-8 საათის განმავლობაში მაინც უნდა გვეძინოს. ასევე, უმჯობესი იქნება, თუ შეამცირებთ მარილისა და დამარილებული საკვების, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მიღებას. თუ რაიმე ვიტამინის დეფიციტს განიცდით, ის აუცილებლად უნდა შეივსოთ შემოდგომაზე.
მნიშვნელოვანია, გაღვიძების შემდეგ სწორად წარმართოთ თქვენი დღე, უპირველესად კი, ჩაიტაროთ ყველა ის პროცედურა, რაც გამოფხიზლებასა და დღის ენერგიულად დაწყებაში დაგეხმარებათ. დაიბანეთ სახე და გაიხეხეთ კბილები, დალიეთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავდით ფიზიკური აქტივობით და ნუ შეგეშინდებათ წონის მატების - ეს შემოდგომაზე ბუნებრივი პროცესია. სასურველია, საკვები დღის ერთსა და იმავე მონაკევთში მიიღოთ, გასტრიტით და კუჭის მაღალი მჟავიანობით დაავადებული ადამიანები უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ და აკონტროლონ საკუთარი რაციონი.
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში შემოდგომაზე?
ეს ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამინის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე, თუმცა არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა:
დალიეთ ჭიქა თბილი წყალი ლიმონით;
მოერიდეთ საკონდიტრო ნაწარმს;
მოერიდეთ შემწვარ და დაკოსნერვებულ საკვებს;
მოერიდეთ ალკოჰოლისა და შაქრის გადაჭარბებულ მოხმარებას;
მიირთვით საღამოს 6-7 საათზე, ხოლო 11 საათზე დაიძინეთ;
შეამცირეთ ყავის მიღება და ჩაანაცვლეთ ის ჩაით (გახსოვდეთ, რომ ჯანჯაფილისა და კარდამონის ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას).
როგორ ვიზრუნოთ ფსქიოლოგიურ მდგომარეობაზე შემოდგომით?
ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები რეკომენდაციებს დიდი სიფრთხილით, მხოლოდ კონრეტული შემთხვევების გაცნობის შემდეგ გასცემენ. ამ დროს მნიშვნელოვანი პაციენტის ყველაზე უმნიშვნელო დეტალების გათვალისწინებაც, თუმცა, ზოგადი რჩევის სახით, ექიმი ნავინი ამბობს, რომ შემედგომაზე კარგია მედიტაცია. ის ძალების მობილიზებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამასთან, კარგია, თუ მიმართავთ იოგას და არ დაივიწყებთ, რომ მიიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი.