თითქმის ორი წელია, რაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ამ დროის მანძილზე მეცნიერებმა არაერთი ვაქცინის შექმნა შეძლეს, თუმცა პრეპარატი, რომელიც ვირუსის მკურნალობისთვის ან პრევენციისთვის იქნება გამოყენებული, ჯერ არ არსებობს.
როგორც გამოცემა The Jerusalem Post წერს, ისრაელში მუშაობენ ანტივირუსულმა პრეპარატზე, რომელმაც კვლევების პირველი ეტაპი უკვე გაიარა. Code Pharma-ს მეცნიერების განცხადებით კი, მათ მეორე ეტაპის დაწყებისთვის ჰელსინკის კომიტეტს უკვე მიმართეს. მეორე ეტაპში მონაწილეობას 150 ადამიანი მიიღებს და კვლევა ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება. Pharma–ს აღმასრულებელი დირექტორის, ზიონ აინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პრეპარატი მოიპოვებს გამოყენების უფლებას.