მომღერალი ლაშა ღლონტი გადაცემა "ექიმებს" ეწვია და საკუთარი კოვიდ ისტორია მოჰყვა. როგორც გაირკვა, მომღერალი ლევან რატიანთან მკურნალობდა კორონავირუსს.
მან მთავარ რეანიმატოლოგს, ლევან რატიანს მადლობა გადაუხადა აღნიშნა, რომ კლინიკაში ყველა გულშემატკივრობდა და იმ პერიოდში მედ-პერსონალი მისთვის ოჯახის წევრებადაც კი იქცნენ. "ყველაზე მაგარი რაც იყო, ექთნები ჩემი სიმღერის ფონზე მიკეთებდნენ გადასხმას" - აღნიშნა ლაშა ღლონტმა.