Merck & Co ჯანდაცვის წარმომადგენლებს კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ნებართვას სთხოვს. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ექსპერიმენტულმა პრეპარატმა იმ ადამიანებში, ვინც Covid-19-ით ბოლო დროს დაავადდა, სიკვდიალიანობის მაჩვენებელი გაანახევრა. კვლევაში 775 ადამიანი მონაწილეობდა როგორც შედარებით მსუბუქი, ისე შედარებით მძიმე სიმპტომებით. პაციენტები წამალ „მოლნუპირავირს“ იღებდნენ.
შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები 50%-ით მცირდება, ეს მნიშვნელოვან კლინიკურ გავლენას გულისხმობს” – აღნიშნავს Merck & Co.-ს ვიცე-პრეზიდენტი დინგ ლი. მისივე განმარტებით, წამალი ეფექტური არ აღმოჩნდა იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც უკვე მძიმე იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე არსებული კორონავირუსის სამკურნალო ყველა მედიკამენტი საავადმყოფოებში ინტრავენურად ან ინიექციის სახით მიიღება, ხოლო ახალ პრეპარატს აბების ფორმა აქვს. პრეპარატი ფერმენტის შეჩერებით მუშაობს, რომელსაც კორონავირუსი თავისი გენეტიკური კოდის და საკუთარი თავის გამეორებისთვის იყენებს. მან მსგავსი მოქმედება სხვა ვირუსების წინააღმდეგაც გამოავლინა.