"შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე... გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის" - ბიძინა კულუმბეგოვი - Marao

"შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე... გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის" - ბიძინა კულუმბეგოვი

2021-10-12 14:20:46+04:00

ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, ცივილიზებული საზოგადოების არჩევანი ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტია, ჩვენი კი - იმუნიტეტის ბუნებრივი გზით მიღწევა.

,,ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!

ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!

შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი

პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!

გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის!“ - წერს იმუნოლოგი სოციალურ ქსელში.

<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>