"სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“, პაციენტები მძიმდებიან" - დევი ტაბიძე

"სტარტი აიღო "მეხუთე ტალღამ“,  პაციენტები მძიმდებიან" -  დევი ტაბიძე
სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, დევი ტა­ბი­ძის შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში "მე­ხუ­თე ტალ­ღამ“ აიღო სტარ­ტი.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში" გა­ნა­ცხა­და, და­ბა­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ფონ­ზე გა­იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

"სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი ციფ­რე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გას­ცდა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლია. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია მხო­ლოდ სამი მი­ზე­ზით, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­ი­ვი­წყონ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პირ­ბა­დის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დარ­ღვე­ვა, თავ­ყრი­ლო­ბე­ბის
არ­სე­ბო­ბა, შეკ­რე­ბა უნდა შე­ვა­ჩე­როთ. პრაქ­ტი­კუ­ლად სტარ­ტი აიღო "მე­ხუ­თე ტალ­ღამ“. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ ჩვენ ამას შევ­ხვდით პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სით. ეს არის ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ციფ­რი შე­დეგ­ზე არ მიგ­ვიყ­ვანს, ეს არის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნუ­ლო­ვა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს მიგ­ვიყ­ვანს იმ შე­დეგ­ზე, რომ გა­იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. პა­ცი­ენ­ტე­ბი მძიმ­დე­ბი­ან, იმა­ტა უსიმპტო­მო ფორ­მებ­მა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა იმ ციფ­რებ­ზე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რაც დღეს გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

მან იმუ­ნი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე ზუს­ტი მე­სი­ჯი მი­ა­წო­დონ.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­ლუ­რი თან­ხვედ­რაა სა­ჭი­რო. ასე­ვე - იმ სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც ზუსტ მე­სიჯს მი­აწ­ვი­დის მო­სახ­ლე­ო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა გა­ი­ზარ­დოს რა­ო­დე­ნო­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ციფ­რი, რომ ე.წ. მი­ნი­მა­ლუ­რი ში­შის სინ­დრო­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ადა­მი­ა­ნებ­ში? ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. თუ ამის მეტი თვით­შეგ­ნე­ბა არ გა­გავაჩ­ნია, კი­დევ უფრო უა­რე­სია. რო­დე­საც წა­ვი­კი­თხავთ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა 70-80 ადა­მი­ა­ნი, მა­შინ უნდა და­ვი­წყოთ ვაქ­ცი­ნა­ცია?!“- აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვირუ­სე­ბის ე.წ. ახა­ლი შე­მო­ტე­ვა გრძელ­დე­ბა - ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კა, რა ტი­პის ვირუ­სია, რო­მე­ლიც უფრო სწრა­ფად მოქ­მე­დებს.

გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93