ზოგჯერ ადამიანები გარეგნულად შესანიშნავად გამოიყურებიან, თუმცა შინაგანად ბევრი რამ აწუხებთ, ებრძვიან დაავადებებსა და ტკივილებს, რაც უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია. მაგალითად, ფიბრომიალგიით, ართრიტით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები ყოველთვის არ ავლენენ გარეგნულად თვალსაჩინო სიმპტომებს. ამიტომაც, ამ და სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც ვიზუალურად არ ვლინდება, „უხილავ“ დაავადებებს უწოდებენ.
ზოგჯერ „უხილავი“ ადამიანიების პრობლემები სხვებისთვის გაუგებარია, არ იღიქვამენ მას სერიოზულად და ხშირად ახლობლებსა და ოჯახის წევრებსაც კი უჭირთ, გაიაზრონ, რომ ეს საგულისხმო და მნიშნელოვანი დაბრკოლებაა. ასეთ ადამიანებს უწევთ, ყოველდღოურად ირძოლონ საკუთარი „განსხვავებულობის“ დასამტკიცებლად და ეს მათში შფოთვასა და დეპრესიას იწვევს. იმისთვის, რომ „უხილავი“ დაავადებების შესახებ ცნობადობა ამაღლდეს და ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება შედარებით მარტივი გახდეს, პაციენტები ყოველ დღე უფრო და უფრო გულწრფელად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, აი, რამდენიმე მათგანიც:
კიმი 26 წლის
2008 წელს კიმი დელაჰანთის დაუდგინეს ადისონის დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება, რა დროსაც სხეული არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს, კორტიზოლსა და ალდოსტერონს. ექვსი წლის შემდეგ მან შეიტყო, რომ მას ასევე აქვს ლუპუსი, აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას, იწვევს ანთებას და ტკივილს სახსრებსა და ორგანოებში.
ორი უხილავი დაავადებით ცხოვრებამ გავლენა მოახდინა მის კარიერაზე, ასევე მის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. „მე, როგორც ადამიანმა, რომელიც უკვე წლებია, ტკივილებით ცხოვრობს, ვისწავლე საკუთარი თავის შენიღბვა და ხშირად ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ პრობლემა მაქვს, ან რაღაც მაწუხებს“ -ამბობს კიმი. „მე ხშირად ვიღებ შემოთავაზებებს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების, ვიტამინებისა და დიეტის შესახებ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ეს ჩემთვის დამამცირებელია, რადგან მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რასთან მიწევს გამკლავება და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ საკუთარი პროდუქტის გაყიდვები გაზარდონ. ისინი არაფრად აგდებენ ჩემი და ჩემნაირი ადამიანების ცხოვრების სირთულეს“ - განმარტავს ის.
კიმი „უხილავი“ დაავადების მქონე ადამიანის ოჯახის წევრებს ურჩევს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი შეიტყონ ამ ყველაფერზე: „ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს ვთხოვ, ბევრი კითხვა დამისვან ჩემი მდგომარეობის შესახებ, რათა მათთვის ყველაფერი უფრო ნათელი და გასაგები გახდეს. მე, ასევე, ძალიან მშველის წერა. სოციალურ მედიაში ვაქვეყნებ ინფრომაციას და ვცდილობ, სხვებსაც დავეხმარო. ეს ჩემთვის შვებაა“ - ამბობს კიმი დელაჰანთი.
ეშლი 32 წლის
2009 წლიდან ეშლი ფეირერი გაფანტული სკლეროზით ცხოვრობს, რაც არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას. ეშლისთვის, 22 წლის მოცეკვავისთვის ეს დიაგნოზი ძალიან რთული მისაღები აღმოჩნდა, რომელმაც, საბოლოოდ, აიძულა ის, მიეტოვებინა საყვარელი საქმე. „მე შემეძლო გავკეთილების ჩატარება და ვარჯიში, მაგრამ სხვებმა ვერ იგრძნეს, რასთან მქონდა საქმე ფიზიკურად და ვერ დაინახეს, რომ დახურულ კარს მიღმა ვიდექი“ - ამბობს ის. „უხილავი“ დაავადებით ცხოვრება რთულია, მაგრამ მე მას ნებას არ ვაძლევ, რომ ცხოვრება წამართვას“ - ამბობს ეშლი.
ფეირერი იღებს ინფუზიას ექვს თვეში ერთხელ, რათა შეანელოს მისი დაავადების პროგრესირება, მაგრამ მისი ემოციური კეთილდღეობისკენ სწრაფვა არის ის, რაც ყველაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. შეუძლებელია, არ იგრძნო შფოთვა და დეპრესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქრონიკულ დაავადებებს ეხება,” - ამბობს ის. ”ეს ყოველდღიური გრძნობაა მუდმივი შეხსენებებით.” ის ცდილობს, გულწრფელი იყოს საყვარელ ადამიანებთან და საკუთარ მდგომარეობაზე გულღიად ისაუბროს. „წლების განმავლობაში ვცდილობდი, მეჩვენებინა ყველასთვის, რა ძლიერი ვიყავი, მაგრამ სინმადვილეში უბრალოდ ვიტანჯებოდი და ამის გაზიარება არავისთვის შემეძლო. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს გრძნობებზე სხვებთან მესაუბრა და ეს საუკეთესო თერაპიაა“ - განამრტავს ეშლი.
როქსი 43 წლის
მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, როქსი სტიუარტი თავს უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა. მრავალი ტესტის გავლის შემდეგ, მას დაუსვეს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი, აუტოიმუნური აშლილობა, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის საკუთარ ქსოვილებს, მათ შორის სახსრებს, კანს, თვალებს, ფილტვებს, გულსა და სისხლძარღვებს. მას, ასევე, დაუსვეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დიაგნოზიც, აუტოიმუნური აშლილობა, რომელიც გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკულ ანთებას.
დიაგნოზის დასმის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, სტიუარტს უხერხულობას უქმნიდა ის გაუგებრობა, რაც მის გარშემო ტრიალებდა. „ადამიანებმა, მათ შორის ოჯახმა და მეგობრებმა, ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება ვიყო ავად, თუ ჯანმრთელად გამოვიყურები“ - ამბობს ის.
ამ გამოცდილებამ უარყოფითად იმოქმედა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ”დიდი ხნის განმავლობაში თავს ძალიან იზოლირებულად ვგრძნობდი და მტანჯავდა მძიმე დეპრესია და შფოთვა. მეც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რადგან არ ვიყავი აქტიური“ - განმარტავს სტიუარტი. ასეთ მდგომარეობაში მან 10 წელი გაატარა, შემდეგ კი დაიწყო ფიქრი, რა შეიძლებოდა გაკეთებინა, რომ თავი უკეთ ეგრძნო. „მე დავიწყე თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ და ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული. მე უკიდურესი ცვლილებები შევიტანე ჩემს დიეტაში, ასევე დავიწყე მედიტაცია, იოგა და ემოციური განთავისუფლება” - ამბობს ის. „დაიმახსოვრე, რომ სხვებმა შეიძლება არ გაიგონ ის ტკივილი და ბრძოლა, რომელსაც განიცდით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უხერხული იყოს ადამიანებისთვის გამუდმებით ახსნა, რომ თქვენ იტანჯებით, ნუ დაიზარებთ, გააგებინოთ მათ თქვენი მდგომარეობის შესახებ. მათი განათლება და თანაგრძნობა თქვენ ძალიან დაგეხმარებათ“ - ამბობს როქსი სტიუარტი.