ვირჯინიაში მცხოვრები წყვილი, რომელსაც 5 შვილი და ერთი მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავდა, კორონავირუსს ემსხვერპლა. ისინი ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ და ამბობდნენ, რომ აცრა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.
მისტი მიტჩემს თანმხლები დაავადება ჰქონდა, თუმცა ვაქცინაზე მაინც უარი თქვა. როგორც კევინის დედამ თქვა, მას შვილმა საავადმყოფოდან დაურეკა და თქვა, რომ ასე ყოფნას ჯობდა, მისთვის იარაღი ესროლათ. წყვილს ოთხი შვილი, 17 წლის რაილი, 14 წლის ლეა და ტყუპი, 11 წლის ტეილორი და ეიდენი დარჩა. კევინ მიტჩემს წინა ურთიერთობიდან 22 წლის ენჯელი ჰყავდა. ენჯელმა რამდენიმე თვის წინ იქორწინა და შვილიც შეეძინა. როგორც ის იხსენებს, კევინი შესანიშნავი ბაბუა იყო.
კევინის მამამ, დონ მიტჩემმა, NBC Washington-თან საუბრისას გაიხსენა, რომ მას შვილმა საავადმყოფოდან დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო. კევინი კლინიკაში მიყვანისთანავე გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, რადგან მას ჟანგბადი უკვე რთულად მიეწოდებოდა, მისი ფილტვები კი 50%-ით იყო დაზიანებული. ამ ფაქტის შემდეგ რამდენიმე დღეში საავადმყოფოში მოხვდა კევინის მეუღლე მისტი მიტჩემიც. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და ექიმთან საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა, სამწუხაროდ, 23 სექტემბერს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. კევინის მკურნალობა დადებითად მიმდინარეობდა, თუმცა ცოლის სიკვდილის შემდეგ, ერთ კვირაში, კევინის ორგანიზმმა ვეღარ შეძლო ვირუსთან გამკლავება და ისიც გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, 48 წლის კევინი და 46 წლის მისტი მიტჩემი ნანობდნენ, რომ არ გაიკეთეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>