მტანჯველი ალერგია

მტანჯველი ალერგია
გაზაფხულზე მრავალ ადამიანს სტანჯავს ალერგია. სურდო, აცრემლებული თვალები, სისუსტე - ყოველივე ეს ნამდვილად არ განგაწყობთ, რომ გაზაფხულის მობრძანებით დატკბეთ.
პოლინოზი - სეზონური ალერგიაა მცენარეთა მტვერზე, რომელიც სურდოთი იწყება და იწვევს ყნოსვის დაქვეითებას, ცრემლდენას, აღინიშნება ქუთუთოების წვა და ქავილი, ხანდახან სახეც შუპდება.

ზოგჯერ სეზონურ ალერგიას უმნიშვნელო გამოვლინებები ახასიათებს და დღის ჩვეულ რეჟიმს არ არღვევს, არც თქვენს გარეგნობაზე მოქმედებს უარყოფითად; მაგრამ გახსოვდეთ!

მკურნალობის გარეშე ნებისმიერი ალერგია პროგრესირებს. რაც უფრო გვიან დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო გამწვავდება პროცესი. ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმ-ალერგოლოგს. მაგრამ პროფილაქტიკური
ზომების გატარებასაც ნუ დააყოვნებთ:

  1. ბინაში ფანჯრები მხოლოდ ღამის საათებში გააღეთ.
  2. გათავისუფლდით ყველა იმ ნივთისგან, რომელიც ბევრ მტვერს იკრავს.
  3. ხშირად დაალაგეთ ბინა სველი წესით.
  4. უარი თქვით მცენარეებზე დამზადებულ კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებებზე, ამოიღეთ საოჯახო აფთიაქიდან ფიტოპრეპარატები, ნუ გააჩერებთ ოთახის ყვავილებს.
  5. ალერგიული ადამიანებისთვის ყველაზე სახიფათოა მზიან და ქარიან ამინდში გარეთ გასვლა, რადგან ამ დროს მცენარეები დიდი რაოდენობით მტვერს გამოყოფენ.
  6. წვიმიან ამინდში სრული თავისუფლება გაქვთ. აიღეთ ქოლგა და ისეირნეთ რამდენიც გინდა!
  7. შინ დაბრუნებისას ყოველთვის მიიღეთ შხაპი, გულდასმით დაიბანეთ სახე, სპეციალური ხსნარებით გამოირეცხეთ ცხვირი და პირი. მოერიდეთ მცენარეული დანამატების შემცველ პრეპარატებს: ალოეს, გვირილას და სხვა.
  8. თუ სადმე გამგზავრებას გეგმავთ, წინასწარ დააზუსტეთ იქაური მცენარეების ყვავილობის კალენდარი.
  9. ალერგიის პერიოდში შეეცადეთ უარი თქვათ მოწევაზე და ალკოჰოლზე.
  10. და მაინც, მიმართეთ ექიმს ალერგიის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე.

ჟურნალი "და ქალი"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი