"გა­დას­ხმე­ბი" და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი არ არის კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა! და საერთოდ, კოვიდი არ ნიშნავს, რომ აუცილებელია წამალი!" - ინფექციონისტი - Marao

"გა­დას­ხმე­ბი" და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი არ არის კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა! და საერთოდ, კოვიდი არ ნიშნავს, რომ აუცილებელია წამალი!" - ინფექციონისტი

2021-10-25 10:44:29+04:00


ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებისა და მისი მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს:

"რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს:

  • "გადასხმები" არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
  • ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება!
  • ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი!
  • და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე წამალი!
  • კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!
  • კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება ანტიბიოტიკი!
  • კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
  • არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ პაციენტს სჭირდება „სისხლის გამათხელებელი“ მედიკამენტი!
  • პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ სჭირდება ჟანგბადი, არ სჭირდება დექსამეტაზონი!
  • დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული გართულებები ჰქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი გამოყენება არ შეიძლება!" - წერს ბუწაშვილი.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>