პაპილომა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინამ "გასაოცარი შედეგი" აჩვენა - "ესაა ისტორიული მომენტი, ვაქცინა დაიცავს ათასობით ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან"

პაპილომა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინამ "გასაოცარი შედეგი" აჩვენა -  "ესაა ისტორიული მომენტი, ვაქცინა დაიცავს  ათასობით ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან"
ბრი­ტა­ნეთ­ში საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ საქ­მე გვაქვს ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას­თან, რად­გა­ნაც კვლე­ვის თა­ნახ­მად, პა­პი­ლო­მა ვირუ­სე­ბის (HPV) სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტი­ა­ნია და მან უკვე იხ­სნა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის­გან.

BBC-ის ცნო­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 2008 წლი­დან და­ი­წყეს პა­პი­ლო­მა ვირუს­ზე 11-13 წლის გო­გო­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია. ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში აიცრ­ნენ, ახლა უკვე 20 წელს არი­ან გა­და­ცი­ლე­ბულ­ნი. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ში 87%-ით შემ­ცირ­და საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს გა­ჩე­ნის შან­სი.

"გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ. ესაა
ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი, რად­გან პირ­ვე­ლი კვლე­ვაა, რო­მელ­მაც უჩ­ვე­ნა, რომ HPV ვაქ­ცი­ნა იცავს ათა­სო­ბით ქალს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის­გან““- ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი და მკვლე­ვა­რი პი­ტერ სა­სი­ე­ნი.
აც­რამ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა 13 წელს ზე­მოთ ასა­კის მო­ზარ­დებ­ში. ამის მი­ზე­ზად მე­დი­კო­სე­ბი იმას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ აცრა მა­შინ უნდა გა­კეთ­დეს, სა­ნამ ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­ურ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ი­წყებს.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ერ­თო ჯამ­ში, პა­პი­ლო­მა ვირუ­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნამ სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­გან იხ­სნა 450 ადა­მი­ანი, ხოლო სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­გან - 17 200.

სკრი­ნინ­გი
პა­პი­ლო­მა ვირუ­სე­ბის სკრი­ნინ­გის­თვის დღეს­დღე­ო­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნა­ცხის ანა­ლი­ზი 3-5 წელ­ში ერთხელ, რათა საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს­გან თავი და­ი­ზღვი­ონ, მაგ­რამ პრო­ფე­სორ სა­სი­ე­ნის თქმით, ვაქ­ცი­ნამ აჩ­ვე­ნა ისე­თი შე­დე­გი, რომ შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ჭი­რო აღარ გახ­დეს.

გააგრძელეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93