საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამოც წელს გადაცილებული პირები, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინით არ არიან აცრილები, ყოველთვიურად 114 დოლარით დაჯარიმდებიან.
ჯარიმას კი "ჯანმრთელობის გადასახადი" უწოდეს, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინაციის ზრდას და საავადმყოფოებში მდგომარეობის შემსუბუქებას.
როგორც ცნობილია, "ჯანმრთელობის გადასახადი" მას შემდეგ დამტკიცდა, რაც "ომიკრონის" ახალი შტამი დაფიქსირდა.
ახალი რეგულაცია ქვეყანაში 16 იანვრიდან ამოქმედდება და შეგროვებული თანხა საბერძნეთის იმ კლინიკებს გადაეგზავნებათ, სადაც პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან.
"ეს ადამიანები პირველები უნდა იყვნენ დაცულები, რადგან ისინი პანდემიის დროს ყველაზე ხშირად ხვდებიან საავადმყოფოებში, რაც ხელს უშლის სხვა სერიოზული დაავადებების მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზაციას" - ამბობენ საბერძნეთში.
სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, 70 წლის ადამიანის ვაქცინაცია 34 ახალგაზრდის ვაქცინაციას უტოლდება. ყველაზე საშიში პერიოდი კი ახლა დგება, როდესაც ყველა საახალწლოდ ემზადება.