დელტა დღეს ყველაზე გავრცელებული კორონავირუსის შტამია. რით განსხვავდება მისგან ომიკრონი და რა არის მისი დომინანტობის ალბათობა?
კორონავირუსის ახალი შტამით, სახელად ომიკრონი, ინფიცირების შემთხვევები მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მატულობს და, ამის საპასუხოდ, მთავრობები ხელახლა აწესებენ შეზღუდვებს. დაავადების ახალი ვარიანტის მრავალი მტკიცებულება ჯერ კიდევ დასადგენია, მაგალითად, რამდენად შეუძლიათ ამჟამინდელ ვაქცინებს დაცვა ინფექციისგან და, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი მონაცემები შედარებით გამამხნევებლად გამოიყურება, სიფრთხილის დაცვა მაინც აუცილებელია.
Global News-თან საუბრისას დოქტორმა ანჯელიკა კოეტზემ პრეტორიადან თქვა, რომ ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებს, როგორც წესი, არ აღენიშნებათ ისეთივე გემოსა და სუნის დაკარგვა, როგორც დელტა-ინფიცირებულ პაციენტებს, და არც აჩქარებული გულისცემა ან დამატებითი ჟანგბადის საჭიროება აღენიშნებათ. „ეს ძალიან ჰგავს გაციების ან გრიპის სიმპტომებს“, - თქვა ექიმმა და დასძინა, რომ პაციენტები აღწერენ თავის ტკივილს და სხეულის ტკივილს, ასევე მცირე ყელის ტკივილს.
რა განსხვავებაა ომიკრონსა და დელტას შორის?
დელტა:
კვლევების მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ომიკრონის გამოვლინებები შეიძლება იყოს ნაკლებად მძიმე, ვიდრე დელტასი. სულ ახლახან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ადრეული მონაცემები მიუთითებს, რომ კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა შეიძლება უფრო ადვილად დააინფიციროს ადამიანები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ვირუსი ან ვაქცინირებული არიან, თუმცა ვირუსი ასეთ დროს ძალიან მსუქბუქ ფორმებში განვითარდება.
”ახალი მტკიცებულებები სამხრეთ აფრიკიდან მიუთითებს Omicron-ით ხელახალი ინფექციის გაზრდის რისკზე”, - განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს და დასძინა, რომ „ასევე არსებობს გარკვეული მტკიცებულება იმისა, რომ Omicron მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ვიდრე Delta”. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არის ბევრი მონაცემი გრძელვადიანი დასკვნების გასაკეთებლად, ექსპერტები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ვაქცინები შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტური, როგორც ადრე იყო ახალი შტამის შემთხვევაში.
სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა პირველმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ Pfizer ვაქცინის ანტისხეულები შეიძლება იყოს 40-ჯერ ნაკლებად ეფექტური ომიკრონის წინააღმდეგ, ვიდრე დელტას წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, შედეგებს მაინც შეიძლება ეწოდოს გამამხნევებელი, რადგან ვაქცინაციის ან წინა Covid დაავადების შედეგად ადამიანებში გამომუშავებული ანტისხეულები უფრო ეფექტური იყო ომიკრონის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ პრინციპი იგივე დარჩა და შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.
დელტას შტამი, რომელსაც ასევე უწოდებენ ინდურს, ითვლება, რომ გაჩნდა 2020 წლის ოქტომბერში. 2021 წლის აგვისტოსთვის, ის გახდა ყველაზე გავრცელებული კორონავირუსის შტამი, სამხრეთ აფრიკის შტამის დინამიკა ჯერ არ არის გამოკვლეული, ამიტომ წინასწარი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.