დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ყავისა და კოფეინის სარგებლობის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იმ დაავადებების ჩამონათვალზე წერს, რომელთა რისკისგანაც ადამიანებს ყავა იცავს.
„ყავა და კოფეინი - ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით. უნდა მივიღოთ თუ არა? რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?
NIH-ის RDA-ს მიხედვით, ადამიანისთვის დღიურად 400 მგ-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.
პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)
1. ყავა (მოდუღებული) - 8 უნცია, ანუ 235 მლ - საშუალოდ შეიცავს 133 მგ კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);
2. ჩაი
(მოდუღებული) - 8 უნცია, ანუ 235 მლ - საშუალოდ შეიცავს 53 მგ კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)
აქედან გამომდინარე, დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200 მლ ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.
განაგრძეთ კითხვა