რა იცით საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ? ფაქტები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია!

 რა იცით საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ? ფაქტები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია!
ბევრი ჩვენგანი ცდილობს, იპოვოს საუკეთესო დიეტა, დაკავდეს ფიტნესით, ფიზიკური აქტივობით და მიაღწიოს იდეალური სხეულის სტანდარტებს. სილამაზე მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჯანმრთელობაც, რომლის შესახებაც ზოგჯერ არასაკმარის ინფორმაციას ვფლობთ.

ფაქტობრივად, უმრავლესობისთვის გაუგებარი და ბუნდოვანია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისეთი პატარა დეტალებიც კი, როგორიც, მაგალითად, სისხლის ჯგუფია. ადამიანებმა არ იციან, როგორია მათი ქოლესტერინის დონე ან ნორმალური წნევა; რამდენი კალორია გჭირდებათ ყოველდღიურად და რამდენი წყალი უნდა მიიღოთ... ბრიტანეთში 2000 ზრდასრული ადამიანის გამოკითხვა ასევე ცხადყოფს, რომ ადამიანების 35%-ს არასოდეს გაუვლია
სამედიცინო შემოწმება.
იმავდროულად, ათიდან ოთხზე მეტი აღიარებს, რომ ჯანმრთელობის შესახებ ფიქრს მანამდე არ იწყებს, სანამ რამე კონკრეტული პრობლემა არ შეაწუხებს. საშუალოდ კი ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას 47 წლის ასაკში იწყებს. ეს დრო კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის.

ყოველთვის აკონტროლეთ არტერიული წნევა, D ვიტამინი და ქოლესტერინის დონე. ამით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა და მოახდინოთ მისი პრევენცია.

კარდიოლოგმა დოქტორმა როს უოკერმა თქვა: „გულის მნიშვნელობის გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 50 წელს მივაღწევთ“.

„ჯანმრთელობის შემოწმება სავალდებულო უნდა იყოს, როცა ორმოცს მიაღწევთ. ყველა მამაკაცს უნდა ჰქონდეს კორონარული კალციუმის ქულა 50 წლის ასაკში და ქალებს 60 წლის ასაკში. ეს არის ყველაზე ზუსტად პროგნოზირებადი ტესტი გულის დაავადების რისკისთვის."
ექიმი სარა ბრუერი ყველას ურჩევს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახალგაზრდობიდანვე დაიწყონ: „მაღალი წნევა ან ქოლესტერინის დისბალანსი არ იწვევს სიმპტომებს, რადგან ისინი ნელ-ნელა აზიანებენ თქვენს სისხლის მიმოქცევას. ამიტომ გადაამოწმეთ ისინი ხშირად“ - ამბობს ის.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93