„დაივიწყეთ თმის ცვენა!“ - თუ კოვიდის შემდეგ თმის ცვენამ შეგაწუხათ, ეს ნიღაბი აუცილებლად უნდა სცადოთ - Marao

„დაივიწყეთ თმის ცვენა!“ - თუ კოვიდის შემდეგ თმის ცვენამ შეგაწუხათ, ეს ნიღაბი აუცილებლად უნდა სცადოთ

2022-01-14 11:02:25+04:00

კოვიდის გადატანის შემდეგ ბევრი ქალი უჩივის გაუსაძლის თმის ცვენას. თუ ანალიზებით დარწმუნდით, რომ ყველაფერი ნორმაში გაქვთ და მაინც გაწუხებთ ეს პრობლემა, გირჩევთ 4 უმარტივესი საშუალებისგან მოსამზადებელ თმის ნიღაბს.

თმის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • თაფლი - 1 ს/კ

წიწაკის ზეთი - 1 ს/კ

  • A, E ვიტამინი - 3-3 წვეთი
  • B1, B6, B9 ვიტამინი - თითო-თითო კაფსულა

ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს, ნიღაბი დაიტანეთ თმაზე 1 საათის განმავლობაში და შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით კარგად დაიბანეთ. შედეგს პირველივე გამოყენებისას იგრძნობთ.

 

მარიამ ყაველაშვილი