ქალად ყოფნა ნიშნავს მიირთმევდე ყოველივე იმას, რაც გინდა. არანაირი კანონი და წესი! ნაყინი სადილისთვის! ღვინო დესერტად! მაგრამ თქვენ გაქვთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც აისახება ყველაფერი, რასაც მიირთმევთ - კარგიც და ცუდიც - ეს არის თქვენი მკერდი.
იმისთვის, რომ მკერდი ჯანმრთელი იყოს, უნდა იკვებოთ ჯანსაღად. ჯანსაღად კვება ხელს უწყობს მკერდის დაავადებების შემცირებას, კარგი წონის შენარჩუნებას. იგი ასევე ხელს უწყობს ძუძუს კიბოს რისკის შემცირებას, მაგრამ არა აღმოფხვრას, - განმარტავს კეტ ლემანი, ძუძუს კიბოსგან გადარჩენილი დიეტოლოგი, პროგრამის „ძუძუს კიბოსგან გადარჩენის“ დამაარსებელი, - ჯანსაღი კვება აძლევს თქვენს სხეულს ნივთიერებებს ზრდისა და განვითარებისთვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილიზებას.
მკერდის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა მსოფლიოში, ყოველი მერვე ქალიდან ერთი ძუძუს კიბოს ებრძვის. ბევრი რისკ-ფაქტორის გადაჭრა არ შეგვიძლია, მაგალითად, ოჯახის ისტორიის, ანუ ეს დაავადება შეიძლება იყოს გენეტიკური. თუმცა ექიმები აღნიშნავენ, რომ ჯანსაღად კვება საუკეთესო გზაა ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად.
15 საუკეთესო საკვები თქვენი მკერდის ჯანმრთელობისთვის:
რუკოლა და ფხალი
მართალია, თითქმის ყველა მცენარეული საკვები თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს, მაგრამ მათგან განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს რუკოლა და ფხალეული. მათი ხშირი მიღება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
ნიორი
ნიორი შეიცავს C ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც შესანიშნავია მკერდის ჯანმრთელობისთვის.
ოსპი
გამოკვლევების თანახმად, დღიურად ოსპის 10 გრამის მიღება 5 პროცენტით ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. აღსანიშნავია, რომ მწვანე ჩაი ადამიანებზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. ზოგიერთი მათგანი ცუდად გრძნობს თავს, როცა მწვანე ჩაის იღებს, მაგრამ სასურველია, რომ ნელ-ნელა შეაჩვიოთ ორგანიზმი ამ სასმელს და გაზარდოთ მიღების სიხშირე ყოველდღიურად. მაგალითად, მიიღოთ ერთი ჭიქა სადილზე ან ლანჩზე, შემდეგ კი ორი ან სამი ჭიქა დღეში.
იხილეთ სრულად