წითელი გამონაყარი ფეხებზე იმდენად არასასიამოვნოდ გვეჩვენება, რომ ზაფხულის მოახლოებისას ლამაზ შორტებსა და ტანსაცმელს გარდერობიდან მთლიანად ვიშორებთ. ფეხებზე გაჩენილი შემთხვევითი გამონაყარი ხელს უშლის სასურველი ჩაცმის სტილის შექმნას. იმისთვის, რომ ლაქებს ებრძოლოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ მათი გამომწვევი მიზეზები.
როდესაც შეამჩნევთ წითელ ლაქებს თქვენს ფეხებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინერვიულებთ. უმეტეს შემთხვევაში ისინი მხოლოდ გაღიზიანებულ კანზე ან მაღალ ტემპერატურაზე მიუთითებს, თუმცა ეს ლაქები შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემაზეც მიუთითებდეს.
თუ წითელი წეტილები ბარძაყისა და მკლავების უფრო ხორციელ ნაწილებში ჩნდება და ქავილს იწვევს, ისინი შეიძლება კერატოზის მიზეზი გახდეს. კერატოზი არის კანის საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ვლინდება მაშინ, როდესაც ცილოვანი უჯრედები ფარავს თქვენს ფორებს. კერატინი არის ცილა, რომელიც შეიძლება იყოს თქვენს თმაში, ფრჩხილებსა და კანში. მშრალი კანის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ დაავადება და ამ შემთხვევაში უმჯობესია დერმატოლოგთან კონსულტაცია.
ამას გარდა, შაქრიანი დიაბეტი ზრდის კანზე გამონაყარის ალბათობას და იწვევს ისეთ დაავადებას, როგორიცაა აკანტოზი ნიგრიკანსი. ამ დროს გამონაყარი შეიძლება იყოს პრედიაბეტის პირველი მანიშნებელი. უმეტესად, დიაბეტური გამონაყარი ქრება სისხლში შაქრის დონის დასტაბილურების შემდეგ.
თუ წითელი ლაქები იწვევს გაუჩერებელ ქავილს, შეიძლება გქონდეთ ეგზემა. ეგზემა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ატოპიური დერმატიტი, კანის გავრცელებული დაავადებაა. ეგზემა შეიძლება იყოს მშრალი და ქერცლიანი ან ბუშტუკოვანი და გამჭვირვალე სითხის გამოჟონვა. ის შეიძლება გამწვავდეს ნებისმიერ დროს. ეგზემის გამოწვევის რამდენიმე გავრცელებული მიზეზი არსებობს:
- სუნამოები
- გარკვეული სახის საპნები და სარეცხი საშუალებები
- გარკვეული კოსმეტიკური ინგრედიენტები
- სითბო და ოფლი
- ცხოველის ბეწვი
- სტრესი
თუ ფეხებზე წითელი ლაქები ძალიან გტკივათ, დიდი შანსია, რომ ეს იყოს ეგზემა და რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
დეპრესიის 8 ტიპი და მათი მკურნალობის გზები
რატომ ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ - ყველაფერი, რაც ვარიკოზული ვენების შესახებ უნდა იცოდეთ
დიაბეტის, ნერვული აშლილობისა და ღრძილების სამკურნალოდ! - ქონდრის ჯადოსნური თვისებები