ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მიზეზი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ გაზაფხული იდეალური დროა ცივი შხაპის მისაღებად.
პირველ რიგში, სიცივე ააქტიურებს ყავისფერ ცხიმს და ხელს უწყობს წონის კლებას. ჩვენს ორგანიზმში ორი სახის ცხიმია - თეთრი და ყავისფერი. პირველი არის თქვენი ნაკეცები სხეულზე, ხოლო მეორე კი ზურგისა და კისრის არეში არსებული ცხიმი, რომელიც შექმნილია თქვენს გასათბობად. როდესაც სხეული ცივდება, ყავისფერი ცხიმი იწყებს დნობას და სითბოს გამოყოფას. როგორც კი მიდი რეზერვი ამოიწურება, თქვენ უკვე დაიწყებთ გათბობას, სხეული კი წონაში კლებას.
დეივ ასპრეიმ, რომელიც ბიოჰეკინგის მამად ითვლება, The Doctor's Farmacy-ის პოდკასტს განუცხადა, რომ ყოველ დილას ყინულივით ცივი წყლის ქვეშ შხაპით იწყებს. ფაქტია, რომ როდესაც ჩვენი სხეული ზედმეტად გაცივებულია, სხეული იღებს სიგნალს და ააქტიურებს თავის ყველა რესურსს თავის გადასარჩენად. შესაბამისად, ყველა უჯრედი მიმართულია იმისკენ, რომ გაგვათბოს. ასეთი „შოკური“ რყევა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის და მას ენერგიას მატებს.
ამას გარდა, ცივი წყალი გეხმარებათ გამხიარულებაში. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ის ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ზრდის ბეტა-ენდორფინის და ნორეპინეფრინის დონეს სისხლში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ ეს ყოველივე „აშორებს“ შფოთვის გრძნობას და ეხმარება სხეულს დეპრესიასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, სიცივის გამო, ჩვენი სხეული აგზავნის ტვინში ელექტრო იმპულსების დიდ რაოდენობას, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ანტიდეპრესანტული ეფექტის გამოწვევა.
თქვენ გინახავთ ვიდეოები, რომლებშიც სპორტსმენები ყინულებში წვანან. ეს ყველაფერი აქტიური ვარჯიშის შემდეგ კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად არის საჭირო. 2009 წელს ფინეთის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც 360-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - ყველა მათგანი ვარჯიშის შემდეგ ყინულებიან წყალში ჩავიდა და ექსპერტებმა შეისწავლეს ტემპერატურის გავლენა მათ სხეულზე. აღმოჩნდა, რომ თუ ცივ აბაზანას მიიღებთ, კუნთების ტკივილს იმ დღესვე დაივიწყებთ.
ფეხების გასახდომი უმარტივესი და ძალიან ეფექტური ვარჯიშები - მოემზადეთ ზაფხულის სეზონისთვის
დაივიწყეთ მოდური დიეტები! ეს საკვები დაგეხმარებათ წონის კლებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში
1200 კალორიის დიეტა: როგორ შევადგინოთ დიეტა ისე, რომ არ ვიშიმშილოთ და წონაშიც დავიკლოთ?