სხეულში თმის ჩაზრდა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად მოგვარებადი პროცესია, მისი თავიდან არიდება გაპარსვამდე ან ეპილაციამდე სათანადო მომზადებით შეიძლება, მაგრამ რისკი ყველაფრის მიუხედავად არსებობს. თუმცა, არსებობს 3 მარტივი საშუალება, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
დერმატოლოგი მონა გოჰარა ამბობს, რომ თმიანი სხეული ევოლუციური პროცესების ნაწილია, სწორედ ამიტომ, როდესაც თმის მოშორებას ვცდილობთ, ვაზიანებთ მის ფოლეკულებს, რაც იწვევს სიწითლეს და თმის ღერების კანში ჩაზრდას.
კანის მკვდარი უჯრედებისგან თავის დაღწევა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩაზრდილი თმების თავიდან მოსაშორებლად. საჭიროა მხოლოდ ამქერცლავი კრემების გამოყენება და კანის კარგად გაწმენდა.
მას შემდეგ რაც აქრეცვლის პროცესს დაასრულებთ, კანზე წაისვით სალიცილის მჟავაც, რომელიც ეფექტურია კანის ჭარბი უჯრედების გარღვისა და დაშლისათვის. ზეთის გამოყენება შეგიძლიათ დღეში ორჯერაც, შედეგს 5 დან 7 დღემდე პერიოდში თავად შეამჩნევთ.
მას შემდეგ, რაც თქვენი სალიცილის მჟავა გაშრება, გამოიყენეთ კორტიზონის კრემი. დაისველეთ ხელები კრემით და წაისვით შესაბამის ზონებზე. კორტიზონის კრემი ამშვიდებს შეშუპებულ კანს და აქრობს სიწითლესა და ტკივილებს.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჩაზრდილი თმა არ ქრება და ამჩნევთ, რომ მდგომარეობა უარესდება, აუცილებელია დერმატოლოგთან კონსულტაცია!
თუ ფეხებზე წითელი ფერის გამონაყარი ხშირად გაწუხებთ, შესაძლოა ამ დაავადებებიდან ერთ-ერთი გქონდეთ
ნივრის სასარგებლო თვისებები, რომელთა ცოდნაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის
როგორ დავიცვათ კანი მზის დამწვრობისგან და რა საფრთხეს უქმნის მზის სხივები კანს