გამოჩენილმა კარდიოლოგმა სტივენ გუნდრიმ პომიდვრის მავნებლობის მიზეზად ლექტინის ცილების შემცველობა დაასახელა. მან თქვა, რომ პომიდორი იწვევს ანთებას, წონის მატებას და სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს.
ამ თეორიის მხარდამჭერთა რიცხვს მიეკუთვნება დიეტოლოგი ალენ კემპბელიც, რომელიც წლების განმავლობაში ამზადებდა მენიუს რომ ბრედისა და ლეგენდარული მოდელის, ჟიზელ ბუნდჰენისთვის და მათ პომიდვრის ჭამას უკრძალავდა. ვარსკვლავები იკვებებოდნენ ავოკადოს ნაყინით და სხვა ბოსტნეულით/ხილით, თუმცა პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და კარტოფილი მათთვის დაუშვებელი იყო.
გუნდრის თქმით, ლექტინის ცილა ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას, ასევე იწვევს სიმელოტეს, აკნეს, ანემიას და ქრონიკული დაღლილობის სინდრომსაც კი.
დიეტოლოგი გვირჩევს, რომ თუ პომიდორზე უარის თქმა არ შეგვიძლია, ის სუფრაზე კანგაცლილი მივიტანოთ, რადგან ლექტინის ყველაზე დიდი შემცველობა სწორედ კანშია მოთავსებული. ასევე, ეცადეთ, რომ პომიდორი მიირთვათ უმი და არა მოხარშული.
დიეტოლოგების ახალი აღმოჩენა! -შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი, თევზი, ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი... - ორთქლის დიეტა ჭარბ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა
6 მარტივი ინგრედიენტი, რომელიც ბზინვარე კანისა და თმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
რას ნიშნავს "ცისარტყელას დიეტა" და რატომ მიმართავენ მას ჰოლივუდის ვარსკვლავები