ებრძვის კიბოს და სხვა საშიშ დაავადებებს! - ნახეთ, რა სარგებელი მოაქვს პომიდორს ორგანიზმისთვის

ებრძვის კიბოს და სხვა საშიშ დაავადებებს! - ნახეთ, რა სარგებელი მოაქვს პომიდორს ორგანიზმისთვის
ენდოკრინოლოგმა და დიეტოლოგმა ალექსეი კალინჩევმა საინფორმაციო სააგენტო URA-ს განუცხადა, რომელი ბოსტნეული არის ეფექტური საშუალება გარკვეული სახის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

აღმოჩნდა, რომ ასეთი ბოსტნეულია პომიდორი, რომელიც შეიცავს ლიკოპენს - ნივთიერებას, რომელიც შესანიშნავია პროსტატის, მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს პროფილაქტიკისთვის.

რა არის ლიკოპენი? ეს არის ნივთიერება, რომელიც პომიდორს წითელ ფერს ანიჭებს და ასევე გხვდება საზამთროსა და გრეიპფრუტშიც.

ლიკოპენის ეფექტი მრავალმხრივია. ეს არის კაროტინოიდი, რომელიც ამცირებს პროსტატის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს, ძუძუს კიბოს და გულის შეტევის განვითარების რისკს. ასევე,
ნივთიერება ხელს უშლის ათეროსკლეროზსაც.

კალინიჩევის თქმით, ლიკოპენი ასევე ეხმარება ტვინის დაავადებებს გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის დაქვეითებით და არტერიული წნევის დაქვეითებითაც.

რა თქმა უნდა, ჩვენს ორგანიზმს სჭირდება რკინაც, ჩვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად და ანემიის სამკურნალოდ, ასევე - ძილის გასაუმჯობესებლად და დაღლილობის შესამცირებლადაც. ეს მინერალი გვხვდება ბევრ ჯანსაღ საკვებში, როგორებიცაა ისპანახი ან პარკოსნები, პური და მაკარონი. მაგრამ ექიმები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ რკინის შემცველი პროდუქტების პომიდორთან ერთად მირთმევას, რადგან ისინი ერთმანეთთან რეაქციაში შედის და ორგანიზმისთვის ცუდ შედეგებს იძლევა.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ლიკოპენით სარგებლობის საუკეთესო საშუალება არის მოხარშული ან დამუშავებული პომიდვრის ჭამა. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ამ მარტივი და ეფექტური მეთოდით თქვენი ჯანმრთელობა უამრავი საშიში დაავადებისგან დაიცვათ.



რა ემართება ორგანიზმს პომიდვრის ჭამის დროს - დიეტოლოგები ამ ბოსტნეულის კვების რაციონიდან ამოღებას გვირჩევენ

7-დღიანი დიეტა გარანტირებული შედეგით! - მათთვის, ვისაც წონაში კლება უჭირს


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93