მეცნიერები უცნაური აღმოჩენის შესახებ ალაპარაკდნენ - გვეხმარება ალკოჰოლი წონის კლებაში?

მეცნიერები უცნაური აღმოჩენის შესახებ ალაპარაკდნენ - გვეხმარება ალკოჰოლი წონის კლებაში?
მეცნიერები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ალკოჰოლისა და წონის კლების კავშირის შესახებ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მრავალფეროვანი მოსაზრებები არსებობს. დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმლის მიღებამ შეიძლება მოატყუოს თქვენი კუჭი და იფიქროს, რომ ის სავსეა, რასაც უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს სხეულზე - ეს იწვევს თქვენ მიერ გამომუშავებული კუჭის მჟავის რაოდენობის ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისპეფსია, ქრონიკული ღებინება ან მუცლის ტკივილი. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ღვიძლის მდგომარეობის გაუარესებაც.

თუმცა შეუძლია ალკოჰოლს
ხელი შეუწყოს წონის კლებას?

ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გაართულოს წონის დაკლება. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის:

• ალკოჰოლი მაღალკალორიულია;
• ალკოჰოლიდან მიღებული კალორიები არ ეხმარება ორგანიზმს კვებითი საჭიროებების დაკმაყოფილებაში;
• ადამიანები, როგორც წესი, მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს დამატებით, რაც ზრდის დღიური კალორიების რაოდენობას;
• ალკოჰოლის დალევა ამშვიდებს ადამიანის გონებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი საკვებისკენ მიდრეკილება ან ჭარბი საკვების მიღება;
• ალკოჰოლი ხელს უშლის ცხიმის წვას სხეულში;
• ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ინდივიდის ინტერესი ვარჯიშისადმი.

რჩევები

შემდეგი ტექნიკა დაეხმარება ადამიანებს ალკოჰოლის მოხმარების შემცირებასა და წონის დაკლების მიზნების მიღწევაში:
• დააწესეთ ლიმიტი სასმელზე და გასაზღვრეთ, რა რაოდენობის მიღება იქნება თქვენთვის სასურველი;
• გაატარეთ კვირაში რამდენიმე დღე ალკოჰოლის გარეშე. უმჯობესია მოერიდოთ მათ ყოველდღიურ მოხმარებას;
• გამოიყენეთ უფრო პატარა ჭიქა: ულუფის კონტროლი მნიშვნელოვანია სასურველი წონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
• აირჩიეთ ღვინო ან დაბალალკოჰოლური სასმელები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93