ახალგაზრდა ამერიკელ ქალს, კარინას, სრულფასოვნად ცხოვრება არ შეუძლია, გარეთ არ გადის და სახლშიც ეტლით გადაადგილდება. გოგონას რაიმე სერიოზული დაავადება არ აქვს, თუმცა 22 წლის ასაკში კარინა 300 კილოგრამს იწონის. როგორც მან ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან განაცხადა, მისი პრობლემები ბავშვობიდან დაიწყო.
ექიმებმა პატარა კარინას ასთმის დიაგნოზი დაუსვეს. მას ხშირად უწევდა საავადმყოფოებში წოლა, ძვირად ღირებული მედიკამენტების მიღება და ჟანგბადის გამოყენება. მშობლები თავიანთ ქალიშვილს თავს დასტრიალებდნენ, ყველაფერს უსრულებდნენ და მთელ დროს მას უთმობდნენ. თუმცა 6 წლის ასაკში კარინას ასთმური შეტევები აღარ აღენიშნებოდა. შესაბამისად, თუ მშობლები იქამდე მისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, შემდეგ ყურადღება მოაკლდა. ბავშვის დედა და მამა ბევრს მუშაობდნენ, რომ სამი შვილისთვის არაფერი მოეკლოთ.
როდესაც გოგონა დაავადებისგან გათავისუფლდა, დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, რადგანაც, მისი თქმით, მშობლები მას დიდ დროს აღარ უთმობდნენ. "ჩემი მშობლები ძალიან დაკავებული იყვნენ. ძალიან ცოტას ვითხოვდი, რომ მხოლოდ ჩამხუტებოდნენ და მომფერებოდნენ. როცა ეს აღარ მქონდა, დედის ჩახუტება საჭმელმა შემიცვალა", - იხსენებს კარინა.
წაიკითხეთ სრულად