„როცა ქორწილი მქონდა, 22 კილოგრამი დავიკელი“ - როგორ მოახერხა გიგი დედალამაზიშვილმა ზედმეტი წონის დაკლება - Marao

„ქორწილისთვის 22 კილოგრამი დავიკელი... წითელი ხორცის ჭამა შევწყვიტე" - როგორ მოახერხა გიგი დედალამაზიშვილმა ზედმეტი წონის დაკლება

2022-09-29 13:49:43+04:00

გიგი დედალამაზიშვილი ქეთი ასათიანის რუბრიკას სტუმრობდა, სადაც წონის კლების შესახებ ისაუბრა:

„ბავშვობაში ვიყავი პუტკუჩა. მერე გავხდი და ვიყავი ძალიან გამხდარი. ოცი წლიდან, მახსოვს, ნელ-ნელა კილოგრამობით დავიწყე მატება. მივედი ფუმფულა გიგიმდე. 26 წლის ვიყავი, როცა ქორწილი მქონდა. მაშინ 22 კილო დავიკელი. ქორწილის მოტივაცია იყო, რომ ფოტოები დაგვრჩენოდა. მერე ისევ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავფუმფულდი, თუმცა ყველაზე ცუდი რამ დამემართა ბოლოს – კორონავირუსის დროს, როცა უმუშევარი ვიყავი, კიევში ვცხოვრობდით ერთი წელი, ჩემს ცოლს ჰქონდა გადაღებები, ამ დროს მოვიმატე. 18 საათი არ ვჭამდი და ვიმატებდი. ანალიზების შედეგად მითხრეს, რომ წითელი ხორცის ჭამა არ შეიძლებოდა. რკინა ძალიან მაღალი მქონდა, მას მერე აღარ ვამოწმებ“ - აღნიშნა მან.