გიორგი გილიგაშვილის დამ, ნუცა გილიგაშვილმა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ძმის რთულ დიაგნოზსა და მკურნალობის გზაზე ისაუბრა:
„როცა სიყვარულია და როცა ადამიანები ასე გეფერებიან, სიყვარულით გავსებენ, ქუჩაში თუ გარეთ, ყველაფერი დაძლევადია. როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება, ხალხი უდიდესი სიყვარულით ლოცავს გიორგის, ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან, სიყვარულს უხსნიან და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ემოციებს უკავშირდება. ვერანაირი მილიონი ამას ვერ შეედრება, ადამიანების სიყვარული ყველაზე ღირებულია. ვფიქრობდი, ამხელა განსაცდელი როგორ უნდა გამოევლო, რომ ხალხის ასეთი სიყვარული გვეგრძნო? მადლიერები ვართ ყველასი, ეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - ამბობს ნუცა გილიგაშვილი.