გიორგი ღოღობერიძეს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს სასარგებლო რჩევებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად ის გამომწერებს საინტერესო ინფორმაციას უზიარებს და ამბობს, რომ ვინც ხშირად წუწუნებს, ის უფრო დიდხანს ცოცხლობს:
„ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. როდესაც ადამიანი წუწუნებს, ამ დროს მის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა იკლებს. წუწუნებს, წუწუნებს, წუწუნებს, კორტილოზი მცირდება და მას ნაკლები სტრესი აქვს.
ვინც მის წუწუნს ისმენს, რა მოსდის? მას კორტიზოლის რაოდენობა მკვეთრად ეზრდება. ამიტომაც არის, რომ წუწუნა ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მათი გარშემომყოფები. ისინი სტრესისგან იხოცებიან და ეს სიმართლეა", – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.