შერონ სტოუნი ქალებს მოუწოდებს, რომ ექიმის პირველივე დიაგნოზს არ ენდონ და აუცილებლად გადაამოწმონ. მსახიობმა "ინსტაგრამზე" ისაუბრა საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე, რომელიც მცდარი დიაგნოზის დასმას და არასწორ მკურნალობას მოჰყვა.
სტოუნს არ დაუსახელებია მისი პირველადი დიაგნოზი და არც ის, თუ რა სახის "არასწორი პროცედურა" ჩაუტარდა, მაგრამ გულშემატკივრებს ამშვიდებს, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.
როგორც 64 წლის მსახიობი ჰყვება, მას ორჯერ მოუწია ანესთეზიის გაკეთება, მაგრამ ტკივილები მაინც უმწვავდებოდა. მას შემდეგ გადაწყვიტა, რომ სხვა ექიმთანაც მისულიყო და როგორც აღმოჩნდა, მას არასწორი დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მას სინამდვილეში "დიდი ზომის ფიბროიდული კარცინომა ჰქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოკვეთილიყო".
ამგვარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსახიობი "ინსტაგრამზე“ თავის გამომწერებს ურჩევს, რომ პირველივე სამედიცინო დასკვნას არ ენდონ.