სამეცნიერო კვლევები ამტკიცებს, რომ საგარეო ფეხსაცმლით სახლში სიარული ძალიან მავნებელია. მიზეზები საკმაოდ მარტივია. ზოგიერთი ბაქტერია სასარგებლოა ჩვენთვის, მაგრამ კუჭის ვირუსს თუ ავიკიდებთ, მივხვდებით, რომ სხვა სახის ბაქტერიები სასარგებლო ნამდვილად არ არის.

არიზონის უნივერსიტეტის კვლევებმა 400 ათასამდე სხვადასხვა სახის ბაქტერია აღმოაჩინა ფეხსაცმელზე. კერძოდ, ფეხსაცმლის ძირების 96%-ზე ნაწლავური ჩხირების ბაქტერიათა ჯგუფი იქნა აღმოჩენილი.
იმის შესახებ, თუ რატომაა საშიში გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით სახლში შესვლა, გიორგი ღოღობერიძემ გადაცემა "მთავარ დიაგნოზშიც" ისაუბრა.
იხილეთ ვიდეო