იცოდით, რომ ბანანი თავის ტკივილს იწვევს? - რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ყოველდღე მიირთმევთ ბანანს - Marao

იცოდით, რომ ბანანი თავის ტკივილს იწვევს? - რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა ყოველდღე მიირთმევთ ბანანს

2023-03-04 13:04:43+04:00


ბანანი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ხილია პლანეტაზე. გონივრული იქნებოდა ცოტა მეტი გაგეგოთ მისი შემადგენლობისა და საკვები ღირებულებების შესახებ, შემდეგ კი თავად გადაგეწყვიტათ - ღირს თუ არა ბანანის ჭამა ყოველდღე?

ბანანი არის კალიუმის წყარო

კალიუმი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც უჯრედების სათანადო ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ის გამოყოფს ინსულინს სისხლში შაქრის გასაკონტროლებლად და ოპტიმალური არტერიული წნევის შესანარჩუნებლად. ბევრი კალიუმის მიღება 20%-მდე ამცირებს დაავადებებისგან სიკვდილის რისკს! მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღეში 3500-4700 მგ საკვები ნივთიერების მიღება, რაც დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და სხვა ფაქტორებზე. საშუალო ბანანი შეიცავს დაახლოებით 450 მგ-ს, გამოდის, რომ ნორმის დასაკმაყოფილებლად დაახლოებით 7 ან 8 ბანანის ჭამა დაგჭირდებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჭარბი კალიუმი შეიძლება საშიში იყოს თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

ბანანი ფენომენალურად გამძლეს გვხდის

ათწლეულების განმავლობაში, სპორტსმენებს და მათ მენტორებს სჯეროდათ, რომ ნახშირწყლების მიღება ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის დროს გეხმარებათ უფრო დიდხანს და ინტენსივობით ივარჯიშოთ და უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეთ. ნახშირწყლები კვებავს კუნთებს, ამცირებს ფიზიოლოგიურ სტრესს და იწვევს ნაკლებ ანთებას. ნახშირწყლებიდან ყვეალზე სასარგებლოა შაქარი (გლუკოზა, ფრუქტოზა თუ საქაროზა), რომლებსაც ვიღებთ სპორტული სასმელებით. თუმცა დაიწყეს ამგვარი სასმელების უფრო ჯანსაღი ალტერნატივების კვლევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროფესიონალი ველოსიპედისტები თავს უკეთ გრძნობენ დაძაბული რბოლის დროს, თუ ყოველ 30 წუთში ნახევარ ბანანს მაინც მიირთმევენ.

ბანანი ამაღლებს განწყობას

ამ „ყვითელ“ ხილს აქვს უნარი გავლენა მოახდინოს ჩვენი ბედნიერების გრძნობაზე. ბანანი არის ამინომჟავის ტრიპტოფანის შესანიშნავი წყარო, რომელსაც სხეული გარდაქმნის სეროტონინად (განწყობის გამაძლიერებელი ნეიროტრანსმიტერი).

ბანანი უზრუნველყოფს ოპტიმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას

გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ მხოლოდ ნატრიუმია პასუხისმგებელი არტერიული წნევის დაქვეითებაზე. სინამდვილეში ეს არის ნატრიუმის და კალიუმის დელიკატური ბალანსი. დადგენილია, რომ ყველა ზრდასრული ადამიანის 2%-ზე ნაკლები აკმაყოფილებს კალიუმის რეკომენდებულ დღიურ დოზას, რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობა არ აკონტროლებს წნევას და არ ინარჩუნებს ბალანსს.

ბანანი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას

კალიუმის გაზრდა ნატრიუმის შემცირებისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ მინიმუმ 4,069 მგ კალიუმს დღეში, აქვთ 49% -ით ნაკლები რისკი გულის კორონარული დაავადებისგან სიკვდილის, ვიდრე მათ, ვინც მოიხმარს 1000 მგ-ზე ნაკლებს. სხვათა შორის, ავოკადოსაც მსგავსი ეფექტი აქვს.

ბანანი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

ბანანი არა მხოლოდ ადვილად მოსანელებელია, არამედ ცვლის ორგანიზმში სასიცოცხლო ელექტროლიტებს, რადგან მათი უმეტესობა იკარგება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დროს.

ბანანი იწვევს თავის ტკივილს

სასარგებლო თვისებებთან ერთად, ბანანი უარყოფით გავლენასაც ახდენს ადამიანებზე. მან შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი იმ ადამიანებში, ვისაც აწუხებს თავის ტკივილი. ამ შემთხვევაში, უნდა დაიცვათ ბანანის მიღების ყოველდღიური ნორმა. ზოგიერთ ადამიანს აქვს ბანანის ალერგიის სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, შეშუპება, ჭინჭრის ციება. ამიტომ წინასწარ განსაზღვრეთ შედეგები.