როგორ ავარიდოთ თავი უარყოფით ენერგიას - სოფროლოგია: პოპულარული პრაქტიკა ნეგატივისგან გასათავისუფლებლად - Marao

როგორ ავარიდოთ თავი უარყოფით ენერგიას - სოფროლოგია: პოპულარული პრაქტიკა ნეგატივისგან გასათავისუფლებლად

2023-03-04 13:09:20+04:00


სოფროლოგია არა მხოლოდ ენის “გასახურებელი” უცნაური სიტყვაა, არამედ ოფიციალურად არაღიარებული მეცნიერება, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. სოფროლოგია მიზნად ისახავს იოგის, ჰიპნოზისა და სუნთქვის პრაქტიკის კომბინაციით სიმშვიდის პოვნას. ფსიქიკური დეტოქსიკაცია და სტრესის შემსუბუქება მოჰყვება სამი ძირითადი ტექნიკის რეგულარულ პრაქტიკას:

  • კუნთების რელაქსაცია;
  • რეგულარული სუნთქვა;
  • გონების გათავისუფლება.

რა არის სოფროლოგია?

ტერმინი „სოფროლოგია“ დაამკვიდრა კოლუმბიელმა ფსიქიატრმა და ნევროლოგმა ალფონსო კაისედომ, რომელმაც 1960-იანი წლების დასაწყისში შეიმუშავა 12 საფეხურიანი აღდგენითი ტექნიკა. პროფესორმა ჩაატარა უამრავი კვლევა ჰიპნოზის სამკურნალო ასპექტებზე და გამოიყენა მიღებული გამოცდილება ახალი თერაპიული კონცეფციის შესაქმნელად.

სოფროლოგია გულისხმობს შინაგანი რესურსების „გაშვებას“, რაც ხელს უწყობს თვითშემეცნებასა და თვითგანვითარებას. სავარჯიშოების ეტაპობრივი ნაკრები მოიცავს რელაქსაციას, ვიზუალიზაციას და მარტივ ფიზიკურ მოძრაობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზნმის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ეს პრაქტიკა უადვილებს ადამიანებს მედიტაციის დამოუკიდებლად დაწყებას.

ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს სოფროლოგია, ხოლო საფრანგეთში მან მოახერხა რეკომენდირებული თერაპიული პრაქტიკის ოფიციალურ სიაში მოხვედრა - როგორც დამოუკიდებლად, ასევე ტრადიციულ მედიცინასთან და ფსიქოლოგის გაკვეთილებთან ერთად. სოფროლოგიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეფექტი იგრძნობა პირველი სესიიდან და ამიტომ საჭირო არ არის მრავალჯერადი სესიები. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის საჭიროებებსა და სურვილებზე.

როგორ წარიმართება სესია?

ერთი გაკვეთილი ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში და შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

  • მოკლე დიალოგი სპეციალისტთან, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას;
  • სხეულის „სკანირება“ და მოდუნება მარტივი მოძრაობებით და სუნთქვითი ვარჯიშებით, რომლებიც ათავისუფლებს დაძაბულობას და გამოცდილი სოფროლოგის სიტყვებით, „ააქტიურებს სიცოცხლის ძალას ყველა სისტემაში“;
  • მედიტაცია: დაკავშირებულია სუნთქვასთან, სუნთქვა სხეულთან, რაც იწვევს ღრმა მოდუნებასა და ცნობიერების გააქტიურებას;
  • დიალოგი, რომელიც სესიის ბოლო ეტაპია, საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ ის ემოციები, რომლებსაც განიცდით.

როგორც ექსპერტები ამბობენ, პრაქტიკის დადებითი ეფექტი იგრძნობა ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ დონეზე. სოფროლოგია არა მხოლოდ თქვენს ურთიერთობას აუმჯობესებს თქვენივე სხეულთან, არამედ გვასწავლის ვიყოთ უფრო თავდაჯერებულები. სხეულებრივ შეგრძნებებზე ფოკუსირებით, აწმყოს გაცნობიერებითა და პოზიტიური ემოციების ტალღაზე ადაპტირებით, რა თქმა უნდა, თავს უკეთესად იგრძნობთ და გათავისუფლდებით უარყოფითი აზრებისგან.

სოფროლოგიას, როგორც წესი, მიმართავენ ისინი, ვისაც აწუხებს შფოთვა, უძილობა, მეტაბოლური დარღვევები. გარდა ამისა, ეს მეთოდი იზიდავს მათ, ვინც დაინტერესებულია თვითგანვითარებით და ეძებს ეფექტურ ინსტრუმენტს წინსვლისთვის. სოფროლოგია მშვენივრად უმკლავდება სტრესს მნიშვნელოვანი მოვლენების წინ: შეჯიბრებები, სპექტაკლები, ინტერვიუები, ქორწილები, მშობიარობა და სხვა.