ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას თქვენს კუჭსა და ნაწლავებს, თუ დილით უზმოზე მიირთმევთ. ამიტომ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომელი საკვები შედის ამ სიაში.
იოგურტი
გაკვირვებული ხართ? შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ იოგურტს უზმოზე მიირთმევთ, მაშინ მარილმჟავა, რომელიც ცარიელ კუჭშია, გაანადგურებს იოგურტში შემავალ რძემჟავა ბაქტერიებს. ეს სასარგებლო არ იქნება.
მსხალი
მსხლის რბილობი შეიცავს უამრავ უხეშ ბოჭკოს, რამაც შეიძლება დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი, ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი უზმოზე ჭამა. მსხლის ჭამის შემდეგ უმჯობესია არ დალიოთ წყალი.

პომიდორი
ტანინები, რომლითაც მდიდარია პომიდორი, ზრდის კუჭის მჟავიანობას. ამან შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტის, პანკრეატიტის ან კოლიტის განვითარება. მსგავსი საკვებია ასევე ხურმა.

ბანანი
თუ ბანანს უზმოზე მიირთმევთ, სისხლში მაგნიუმის დონე მკვეთრად მოიმატებს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულის მუშაობაზე. ასევე, ბანანის ცარიელ კუჭზე ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი კალიუმის და მაგნიუმის დისბალანსი.

ციტრუსი
ფორთოხალი, მანდარინი და გრეიფრუტი შეიცავს უამრავ ხილის მჟავას. თუ ამ ხილს უზმოზე მიირთმევთ, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გულძმარვა, ასევე გასტრიტის განვითარების პროვოცირება.

ყავა
ყავა ასტიმულირებს კუჭის მჟავის გამომუშავებას, შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და კუჭში სიმძიმის შეგრძნება. ხოლო თუ საუზმეს გამუდმებით ჩაანაცვლებთ მხოლოდ ყავით, ვითარდება სეროტონინის დეფიციტი, რაც საბოლოოდ იწვევს დეპრესიულ მდგომარეობას დღის განმავლობაში.

ალკოჰოლი
ცარიელ კუჭზე ალკოჰოლის დალევა ორჯერ უფრო სწრაფად დაგათრობთ. ალკოჰოლის დაშლის პროდუქტების მოცილება უფრო ნელა ხდება.

ცივი გაზიანი სასმელები
ცივი გაზიანი სასმელები არა მხოლოდ ცუდად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, არამედ ანელებს მასში სისხლის ნაკადის პროცესს, რაც საბოლოოდ ანელებს და აუარესებს საჭმლის მონელების პროცესს.

საღეჭი რეზინი
ღეჭვა იწყებს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და კუჭი იწყებს საჭმლის მონელებისთვის საჭირო წვენის გამოყოფას როცა მასში საკვები არ არის, მაგრამ მჟავა ბევრია, ლორწოვანი გარსი იტანჯება. შედეგად ვითარდება ქრონიკული გასტრიტი და კოლიტი.
