ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები, მათ შორის, სტაფილოსიც, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოდ ითვლება, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ მედიკოსებმა უარყვეს გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტაფილოს წვენი სასარგებლოა.
უამრავი კვლევის შესწავლისა და ექსპერიმენტების შედეგებზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სტაფილოს წვენის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება. დიდი რაოდენობით სტაფილოს წვენი ძილიანობასაც იწვევს.
თუმცა, თუ ამ ბოსტნეულის წვენს ზომიერად (კვირაში 2-3 ჭიქა) მიიღებთ, ის მაინც სასარგებლო იქნება ორგანიზმისთვის – სტაფილოს წვენი კარგად მოქმედებს მხედველობაზე, გულის მუშაობაზე, კანისა და თმის მდგომარეობაზე.
ადამიანებმა, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ფრთხილად უნდა მიიღონ სტაფილოს წვენი. მაგალითად, დიაბეტიანებმა კვირაში მხოლოდ ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი უნდა მიიღონ; ვისაც გამწვავებული პანკრეატიტი, კუჭის წყლული ან გასტრიტი აქვს, ამ სასმელზე საერთოდ უარი უნდა თქვას.