შვედი ფოტოგრაფი ლენარტ ნილსონი მიკროგადაღებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაინტერესდა. ცნობილი კი ის არა წყლის წვეთებისა და ყვავილის გაფურჩქვნის პროცესში გადაღებული ფოტოებით გახდა, არამედ სიცოცხლის დაბადების ამსახველი კადრებით.
იხილეთ ფოტორეპორტაჟი
უცნაური "რეპორტაჟის" გადაღება ქალის სხეულის სიღრმეებიდან შესაძლებელი მას მერე გახდა, რაც ნილსონმა რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ შეძლო გაეკეთებინა მიკროკამერა და მიკროგამნათებელი, რომელიც მიამაგრა ცისტოსკოპის მილს (ეს მოწყობილობა შარდის ბუშტის შიგნიდან დასათვალიერებლად გამოიყენება) – ასე გაჩნდა ადამიანის ემბრიონის დაბადებისა და მისი განვითარების პროცესის ამსახველი უნიკალური კადრები.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ფოტოები არ დაძველდა – ისინი დღემდე ამაღელვებელია. თუმცა, ნახეთ და თავად განსაჯეთ!
იხილეთ ფოტორეპორტაჟი