ჭიანჭველა - თუ ბინაში, აგარაკზე ჭიანჭველები გაჩნდნენ, იატაკზე, სადაც ისინი გროვდებიან, კიტრის კანები დაალაგეთ.
ან ის ადგილები პიტნის ნაყენით მოწმინდეთ, მშრალი პიტნა მოაფრქვიეთ. ჭიანჭველების დაფრთხობაში შემდეგი ინგრედიენტები გამოგადგებათ: მწარე წიწაკა, ციტრუსის ზეთი, ლიმონის წვენი, დარიჩინი, ყავის მარცვლები. ისინი იმ ადგილებში უნდა მოაფრქვიოთ ან წაუსვათ, საიდანაც ჭიანჭველები შენობაში შემოდიან.
კოღო
კოღოების შემოსევა ჭიანჭველების შემოსევაზე უარესია, მაგრამ მათგან თავდასაღწევი საშუალებაც არსებობს.
კოღო განსაკუთრებით აქტიურდება დილას და საღამოს. ისინი დაგუბებულ ჰაერში მშვიდად დაფრინავენ. მათ თავიდან მოსაშორებლად ხშირად გაანიავეთ ოთახი, მოაწყვეთ ორპირი.
ოთახში დაწვით როზმარინისა და სალბის ღერი. მათ სუნს კოღოები ვერ უძლებენ.
თუ ნივრის სუნზე გართულება არ გაქვთ, შემდეგი სპრეი მოამზადეთ: წყალში შეურიეთ ნივრის სუნი (პროპორცია 1:5), მიღებული ნაყენი მოათავსეთ პულველიზატორში და იპკურეთ სხეულზე. 5-6 საათის განმავლობაში კოღო არ მოგეკარებათ.
კოღოს მოგაშორებთ ვალერიანის (კატაბალახა) ძირებიც. თუ აგარაკზე ხართ, იგი შეგიძლიათ დარგოთ მიწაში. კოღო მის სუნს ვერ უძლებს.
ბუზი
ბინტისგან შეკერეთ პატარა ტომსიკები, მოათავსეთ მათში დაფნის ფოთოლი, პიტნა, რამდენიმე ცალი მიხაკი, ევკალიპტი გამხმარი და ბინაში სხვადასხვა კუთხეში ჩამოჰკიდეთ.
თუ სახლში ბევრი ბუზი გყავთ, ევკალიპტის ზეთში დასველებული ბინტები ოთახის სხვადასხვა კუთხეში ჩამოჰკიდეთ.
ობობა
ობობა სახლში გაზაფხულზე ჩნდება, მაგრამ ზოგიერთ ბინაში მთელი წელიც მშვიდად ცხოვრობს. მის მოსაშორებლად წყალში შეურიეთ პიტნის ზეთი, მოათავსეთ პილველიზატორში და იმ კუთხეებში მიასხურეთ, სადაც მწერი ბინადრობს.
ობობებს არ მოსწონთ ციტრუსების სუნი. ამიტომ მათი შეკრების ადგილები ციტრუსების (ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი) ზეთში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.
ახლა კი ნატურალური სპრეის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ბინიდან ყველა ზემოჩამოთვლილ მწერს გაგიქრობთ.
დაგჭირდებათ: 110 გრამი არაყი, ამდენივე ვაშლის ძმარი, 45 წვეთი პიტნის ზეთი და 15 წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის ზეთი. ინგრედიენტები გადაურიეთ, მოათავსეთ პულველიზატორში და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ. ასეთი სპრეი მაცივარში უნდა შეინახოთ და იგი ძალას 2-3 თვის მანძილზე არ დაკარგავს.