ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ქალბატონი ძალიან ლამაზად ბერდება. ზოგი კი, ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზია, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად მომხიბვლელობას კარგავს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასაკობრივი ცვლილებების ამოცნობა რთული არაა, თუ დაბერების თქვენს ტიპს გამოიცნობთ. ის დამოკიდებულია სახის წყობაზე, კანის ტიპზე, აღნაგობასა და, რა თქმა უნდა იმაზე, თუ რომელ რასას მიეკუთვნებით.
"დამქანცველი" - უმეტესობას აქვს რომბის მაგვარი ან ოვალური სახის წყობა. გამხდარი ან ნორმალური აღნაგობა. ახალგაზრდობაში ნორმალური სახის კანი აქვთ, ასაკის მატებასთან ერთად კი მშრალი უხდება. ასეთ სახეს "კლასიკურს" ეძახიან.
პროცესი: გამოძინების შემდეგ, დილით კარგი სახის ფერი გაქვთ. საღამოსკენ გადაღლილი და მოწყენილი გიხდებათ. თვალის უპეები გიმუქდებათ. გიღრმავდებათ თვალებისა და პირ-ცხვირის ნაოჭები. სახე ნაცრისფერ, უსიცოცხლო იერს იღებს.
მიზეზები: სისხლის მიმოქცევის დარღვევა. სახის კუნთების ტონუსის დაქვეითება.
მოვლა: კარგი ლიმფოდრენაჟის ჩატარება. სახის კლასიკური მასაჟი, რაც გააუმჯობესებს მიკროცირკულაციას და სახის კანს ტონუსში მოიყვანს.
"წვრილნაოჭიანი" - ასეთი ტიპის ქალებს განეკუთვნებიან თხელი და მშრალი კანის მქონე მანდილოსნები; ზედმეტად გამხდრები. წვრილი და მკვეთრი ნაკვთებით. მათ ევროპულ ტიპსაც უწოდებენ. 20-30 წლის ასაკში თანატოლებთან შედარებით უფროსებად გამოიყურებიან, მაგრამ წლების გასვლის შემდეგ მათ "უთანაბრდებიან".
პროცესი: სახე თითქოს "შრება", ჩნდება უამრავი წვრილი (ბადისმაგვარი) ნაოჭი. პირთან, თვალებთან, შუბლზე. ერთადერთი დადებითი ისაა, რომ სახე ფორმას არ იცვლის.
მიზეზი: კანის გაუწყლოება. სახის კანის კუნთების მოდუნება, კოლაგენის ნაკლებობა.
მოვლა: ასეთი სახის კანის ტიპის მქონემ საკუთარ თავზე ზრუნვა ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოს. უპირატესობა მიანიჭოს კოლაგენის შემცველ ნიღბებსა და კრემებს. მოარიდოს კანი ქარსა და მზეს.
"დეფორმირებული" - ასეთ ტიპს სიმსუქნისკენ მიდრეკილ მანდილოსნები განეკუთვნებიან. მსხვილი სახის ნაკვთებით; ცხიმიანი სახის კანით. მათ სლავურ ტიპსაც უწოდებენ. 20-30 წლის ასაკში აქვთ ფუმფულა ლოყები, "დამძიმებული" ქუთუთოები და მსხვილი ტუჩები.
პროცესი: სახე თითქოს ნიკაპისკენ "იღვენთება". წვრილი ნაოჭები ნაკლებად აქვთ, მაგრამ თითქოს ქუთუთოები თვალებზე გადმოეფარებათ. ცხვირ-პირის ნაოჭები უღრმავდებათ. იცვლება სახის ფორმა. ხშირად აღენიშნებათ ლოყების სიწითლე.
მიზეზი: ტონუსის შემცირების გამო კანი დაბლა ჩამოდის.
მოვლა: სასარგებლოა ლიფტინგის ყველა სახეობა. სახის ფორმის შესანაჩუნებლად სახის კუნთების მასაჟი.
"კუნთოვანი" - ასეთი ქალების ტიპს აზიური რასის წარმომადგენლები (იაპონია, ჩინეთი, მონღოლეთი) მიეკუთვნებიან. მკვრივი კანი აქვთ და კუნთებიც - კარგად განვითრებული. ამის გამო ამ ტიპის წარმომადგენლები გვიან ბერდებიან. ასაკობრივი ცვლილებები თითქმის არ აღენიშნებათ. მაგრამ გარკვეულ მომენტში სახის ოვალი ფორმას კარგავს და ღრმა ნაოჭებით იფარება.
პროცესი: სახე "შრება". ჩნდება ღრმა და მკვეთრი ნაოჭები პირთან, შუბლზე. კანი მკვრივი რჩება, მაგრამ შეიძლება პიგმენტური ლაქებით დაიფაროს. ოვალი მკვეთრად არა, მაგრამ იცვლება.
მიზეზი: სახის კანქვეშა ცხიმის არარსებობის გამო კანი თითქოს კუნთებზეა "შემოკრული".
მოვლა: სასარგებლოა მასაჟი და სახის კანის სტიმულაცია. კოლაგენის შემცველი კრემების გამოყენება.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დაბერების პროცესი გარდაუვალია. ქირურგიული პროცესებით სასწაულების მოხდენა შეიძლება, მაგრამ გირჩევთ, კანზე და საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ახალგაზრდობიდანვე იზრუნოთ.
იყავით ლამაზები და მუდამ ახალგაზრდები!