1. თბილი ჩაი თაფლითა და ლიმონით.
გაციების დროს, პირველ რიგში, ასეთი სასმელი მოიმზადეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ - ლიმონმა და თაფლმა თვისებები რომ შეინარჩუნოს, მხოლოდ თბილ ჩაიში ჩაამატეთ და არა ცხელში.
2. ჟოლოს ჩაი ცაცხვით. მოხარშეთ ჩაი ცაცხვის ხმელი ყვავილებისგან, დაამატეთ ჟოლოს ფოთლები და ხმელი ნაყოფი ან მურაბა. დალიეთ თბილი.
3. ასკილის ჩაი - C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. 3 ს.კ. ხმელ, დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დატოვეთ თერმოსში მთელი ღამით. მეორე დღეს გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა.
4. შტოშის მორსი - უნიკალური ბაქტერიოციდული თვისებებით ხასიათდება. დაჭყლეტილ ხილს დაამატეთ ცოტა შაქარი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.
5. ცხელი რძე მინერალური წყლით. თუ გახველებთ, მოამზადეთ ცხელი რძისა და მინერალური წყლის ნარევი. ის ამოხველებაში დაგეხმარებათ.
იხილეთ სრულად: gemrielia.ge