მანდარინის ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და, აქედან გამომდინარე, წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
1. დისბაქტერიოზი, მეტეორიზმი - ყავის საფქვავში დაფქვით გამხმარი მანდარინის ქერქი. დღეში ერთხელ ჭამის დროს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ერთ ულუფა ხაჭოში, ფაფაში ან სხვა კერძში, 2 კვირის მანძილზე.
2. ბრონქიტი - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ გამხმარ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით და დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
3. მშრალი ხველის დროს ნახველის გამოყოფისთვის - 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, დააყენეთ 1 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20-20 წვეთი 50გ წყალში დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
იხილეთ სრულად